მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > აბბა თეოდორეს ხილვით ეუწყა, რომ დიაკონი ცეცხლოვან სვეტს უნდა ჰგავდეს

აბბა თეოდორეს ხილვით ეუწყა, რომ დიაკონი ცეცხლოვან სვეტს უნდა ჰგავდეს


24-08-2020, 00:01

აბბა თეოდორეს ხილვით ეუწყა, რომ დიაკონი ცეცხლოვან სვეტს უნდა ჰგავდეს

 

   აბბა თეოდორეს შესახებ გვიამბობდნენ: სკიტში ცხოვრებისას მან უარი თქვა დიაკვნის ხარისხის მიღებაზე და ამის გამო გამუდმებით იმალებოდა. ერთხელაც ბერებმა მას კვლავ მოუხმეს და უთხრეს: „ნუ იტყვი უარს დიაკვნობაზე". აბბამ უპასუხა: „მომეცით საშუალება, რომ ლოცვა აღუვლინო ღმერთს და იქნებ მან განმიცხადოს, უნდა ვიდგე თუ არა დიაკვნის მსახურებაზე". თეოდორე უფალს შეევედრა: „მაუწყე, უფალო, თუ არის ნება შენი, რომ ვიდგე დიაკვნის მსახურებაზე". და ეჩვენა მას ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც მიწიდან ზეცას სწვდებოდა, ამ დროს ხმა ჩაესმა: „თუ შენ შეგიძლია მიემსგავსო ამ სვეტს, წადი და იმსახურე". ეს რომ მოისმინა, აბბა თეოდორემ გადაწყვიტა, უარი ეთქვა მსახურებაზე, მაგრამ როდესაც ის ტაძარში შევიდა, ძმებმა თაყვანი სცეს და უთხრეს: „თუ მსახურებაზე უარს ამბობ, ბარძიმის დაკავებას მაინც დათანხმდი". თუმცა თეოდორე მათ არც ამაზე დაეთანხმა და მტკიცედ განუცხადა: „თუ არ დამეხსნებით, აქედან წავალ". ამის შემდეგ ბერებმა მას თავი ანებეს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება