მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ეცემა, ვალდებულია, რომ ყოველ ჯერზე წამოდგეს
თუ ადამიანი მთელი ცხოვრება ეცემა, ვალდებულია, რომ ყოველ ჯერზე წამოდგეს18-03-2020, 19:12 |
აბბა სისოი დიდს ძმამ ჰკითხა: „რა მოვიმოქმედო, აბბა? დავეცი!" „წამოდექი!" - მიუგო ბერმა. ძმა არ ცხრებოდა: „წამოვდექი და ისევ დავეცი!" „კვლავ წამოდექი!" - გაუმეორა ბერმა. „და როდემდე გაგრძელდება ასე?" - ჰკითხა კვლავ ძმამ. „ვიდრე ამ ცხოვრებიდან კეთილი ანდა ბიწიერი არ გახვალ, რამეთუ ვინც როგორი იქნება გასვლის წუთს, ისეთი წავა იქ".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |