მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბერმა ამბროსიმ ერთი ვაჭრის ვაჟი კურსკში გასამგზავრებლად აკურთხა. მიუხედავად ამისა, ურჩმა მამამ შვილი მოსკოვში გაისტუმრა, სადაც ყმაწვილს ფეხები დაემტვრა და სამუდამოდ ხეიბარი დარჩა
ბერმა ამბროსიმ ერთი ვაჭრის ვაჟი კურსკში გასამგზავრებლად აკურთხა. მიუხედავად ამისა, ურჩმა მამამ შვილი მოსკოვში გაისტუმრა, სადაც ყმაწვილს ფეხები დაემტვრა და სამუდამოდ ხეიბარი დარჩა17-03-2020, 16:23 |
კოზელსკის მკვიდრ კაპიტონს ერთადერთი ვაჟიშვილი ჰყავდა - ზრდასრული ყმაწვილი, ლამაზი და მოხერხებული. მაგრამ გადაწყვიტა შვილი ხალხში გამოეყვანა და მასთან ერთად ბერს ესტუმრა, რათა ჩანაფიქრის განხორციელებისთვის მისგან ლოცვა-კურთხევა გამოეთხოვა. და აი, როდესაც კაპიტონი და მისი ვაჟი ბერის მოლოდინში დერეფანში რამდენიმე მონაზვნის გვერდით იდგნენ, მათთან მამა ამბროსი გამოვიდა და მამა-შვილი დალოცა, შემდგომ ამისა კი ვაჭარმა ბერს შვილთან დაკავშირებით თავისი ჩანაფიქრის შესახებ აუწყა. ამბროსი მას დაეთანხმა, მაგრამ ურჩია, რომ ყმაწვილი კურსკში გაეგზავნა. კაპიტონი ბერს შეეკამათა: „მამაო, ჩვენ კურსკში ახლობლები არ გვყავს და ეგებ მოსკოვში გასამგზავრებლად აკურთხოთ". „მოსკოვი გვემს ფეხის წვერებიდან და ურახუნებს ფიცრებით, დაე, კურსკში წავიდეს!" - გაუმეორა ბერმა. თუმცაღა კაპიტონმა მისი სიტყვები ყურად არ იღო და ვაჟი მაინც მოსკოვში გააგზავნა. ქალაქში ყმაწვილი კარგ სამსახურში მოეწყო. მისი უფროსი რომელიღაც შენობას აშენებდა. ერთხელ, როდესაც მის მიერ ახლად დაქირავებული ყმაწვილი მშენებლობაზე იმყოფებოდა, ზემოდან რამდენიმე ფიცარი ჩამოვარდა და ბიჭს ფეხები გადაუმტვრია. ეს ამბავი მაშინვე დეპეშით აცნობეს მამას. საბრალო მდუღარე ცრემლებით მიეახლა ბერს და თავისი უბედურება აუწყა, მაგრამ მის მწუხარებას უკვე აღარაფერი ეშველებოდა. ყმაწვილი მოსკოვიდან სახლში ჩაიყვანეს, მან დიდხანს იავადმყოფა, ჭრილობები მოუშუშდა, თუმცა სამუდამოდ ხეიბარი დარჩა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |