მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ დაესხა თავს დემონი სიმონ ათონელს საზარელი ურჩხულის სახით

თუ როგორ დაესხა თავს დემონი სიმონ ათონელს საზარელი ურჩხულის სახით


16-03-2020, 16:45

თუ როგორ დაესხა თავს დემონი სიმონ ათონელს საზარელი ურჩხულის სახით

 

   ერთხელ, ღამით, როცა ათონელი წმინდანი, სიმონ მირონმდინარე, ლოცვად იდგა, მას საზარელი ურჩხულის სახით დემონი გამოეცხადა. ბოროტმა სულმა დაიღრიალა და წმინდანის შთანთქმა სცადა, მაგრამ რადგანაც ეს ზეციდან არ იყო დაშვებული, ვერ შეძლო მისი მოკვდინება, თუმცა ღირსი მამა კუდის ერთი მოქნევით მიწაზე ისე დაანარცხა, რომ წმინდა სიმონმა სულის მოთქმა ძლივს მოახერხა და გალობით წარმოთქვა: „მოახლებასა ჩემ ზედა უკეთურთასა შეჭმად ხორცთა ჩემთა, მაჭირვებელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი - იგინი მოუძლურდეს და დაეცნეს (ფს. 26, 2), ხოლო მე ვითარცა ყრუსა არა მესმოდა და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თვისი (ფს. 37,13)". მიუხედავად ყველაფრისა, საშინელი მხეცი მაინც განაგრძობდა თავისი კუდით მის გვემას, რადგან ფიქრობდა, რომ თუკი ვერ მოაკვდინებდა მას, შიშს მაინც ჩაუსახლებდა სულში და უდაბნოდან გააძევებდა. წმინდა სიმონმა გაუსაძლისი ტკივილით დაითმინა, კვნესით მიმართა უფალს და ტანჯულმა სულმა ლოცვა აღუვლინა ყოვლისშემძლემ, რადგან იცოდა, რომ ურჩხულის სახით თავად სატანა იყო მის წინაშე და ბერი ბოროტს ღვთის სახელით დაუპირისპირდა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება