მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად აბბა კოპრე კოცონში შევიდა და ცეცხლში ნახევარი საათი უვნებლად დაჰყო
მართლმადიდებლური რწმენის ჭეშმარიტების დასამტკიცებლად აბბა კოპრე კოცონში შევიდა და ცეცხლში ნახევარი საათი უვნებლად დაჰყო13-03-2020, 00:02 |
აბბა კოპრე მოგვითხრობს: „ერთხელ ქალაქისკენ გავემართე. იქ ერთ მანიქეველს შევხვდი. მე წესით უნდა შევკამათებოდი, მაგრამ ის ისეთი მოხერხებული და გაქნილი აღმოჩნდა, რომ ძლიერი შიში დამეუფლა მის საუბარს მსმენელები არ ეცდუნებინა. მაშინ უეცრად წამოვიძახე: „დაანთეთ დიდი კოცონი მოედანზე და რომელი ჩვენგანიც უვნებლად გამოვა ცეცხლიდან, დაე, მისი რწმენა იყოს ჭეშმარიტი". ჩემი შეთავაზება ხალხმა მოიწონა და სულ მალე მოედნის შუაგულში უკვე გიზგიზებდა საშინელი კოცონი. მაშინ ხელი ვტაცე მწვალებელს და ცეცხლისკენ ვუბიძგე. „შეჩერდი, - წამოიძახა მან, - დაე, ყოველი ჩვენგანი კოცონში ისე შევიდეს, როგორც თავად სურს და რადგან შენ გეკუთვნის ეს აზრი, წადი პირველი". ქრისტეს სახელით პირჯვარი გადავისახე, ალი თითქოს ჩემთვის ორად გაიპო და მე ცეცხლის შუაგულში შევედი, იქ ნახევარი საათი მაინც დავყავი და ღვთის სადიდებლად უვნებელი დავრჩი. ხალხი შეძრა ნანახმა და ყველამ ერთად ადიდა ღმერთი: „საკვირველია უფალი თავის წმინდანთათვის", - ამბობდნენ ისინი. ამის შემდეგ დადგა მწვალებლის რიგი, მაგრამ ის ხალხს შეეწინააღმდეგა, მაშინ ბრბომ ის შეიპყრო და შიგ კოცონის შუაგულში ჩააგდო. ცეცხლის ალმა უცებ შთანთქა ერეტიკოსი და დამწვარ-გამურული გამოვარდა კოცონიდან.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" უკან დაბრუნება |