მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ღირსმა მაკარიმ ერეტიკოსების მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა

ღირსმა მაკარიმ ერეტიკოსების მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა


11-03-2020, 16:22

 

   ერთხელ წმინდა მაკარი ეგვიპტელთან ვიღაც ერეტიკოსი მივიდა და თავისი მჭევრმეტყველებით ბევრ ძმას აურია თავგზა, ბოლოს კი შეუპოვრად წარდგა თავად წმინდა მაკარის წინ და ურცხვად იწყო მისი მხილება თითქოსდა მცდარი შეხედულებებისა და აზრების გამო. ბერმა იგი უკუაგდო, მაგრამ ერეტიკოსი ეწინააღმდეგებოდა და ბერის უბრალო, გულიდან წამოსულ ფრაზებს ეშმაკური ხრიკებით უქმნიდა მწვალებელი ძმების რწმენას. „რა საჭიროა კამათი? - განაცხადა მაკარიმ, - მივეახლოთ უკვე ღმერთთან მყოფ ძმათა საფლავებს და რომელსაც ღმერთი მიცვალებულის მკვდრეთით აღდგენის ძალას მიმადლებს, იცოდეს ყველამ, რომ იმისი რწმენაა უფლისათვის მისაღები". ამას ძმები სიხარულით დაეთანხმნენ. მივიდნენ სამარხებთან და მაკარიმ მწვალებელს ღვთის სახელით მიცვალებულის მკვდრეთით აღდგინება მოსთხოვა, „არა, ჩემო ბატონო, - განაცხადა მან, - შენი შემოთავაზე შენვე შეასრულე". მაკარი მიწაზე დაემხო და მხურვალე ლოცვა დაიწყო. ხანგრძლივი ლოცვა-ვედრების შემდეგ ბერმა თვალები ზეცად აღაპყრო და თქვა: „უფალო, ჩვენ ორთაგან რომელს აქვს მართალი რწმენა, განგვიცხადე მიცვალებულის აღდგომით" და მან ერთი ახლადგარდაცვლილი ძმის სახელი წარმოთქვა. მყისვე საფლავიდან ხმა გაისმა და ძმები სასწრაფოდ მის გახსნას შეუდგნენ. შემოხსნეს მიცვალებულს სახვევები და სამარხიდან ცოცხალი გამოყვანეს. ერეტიკოსი, იხილა რა ეს სასწაული, შეძრწუნდა და უკანმოუხედავად გაიქცა, ძმები მას უკან დაედევნენ და მწვალებელი იმ მიდამოებს განაშორეს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება