მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > უღირსი ეპისკოპოსის საშინელი აღსასრული
უღირსი ეპისკოპოსის საშინელი აღსასრული10-03-2020, 17:53 |
თესალონიკში ერთი ეპისკოპოსი თალალე ცხოვრობდა. მას არც ღვთის შიში ჰქონდა და არც საუკუნო ცხოვრების სწამდა. არაფრად აგდებდა ქრისტეს მოძღვრებას და სამღვდელმთავრო ხარისხსაც შეურაცხყოფდა. ერთი სიტყვით, ის მწყემსის ნაცვლად მტაცებელი მგელი იყო. თალალე, უარყო რა ყოვლადწმინდა სამება, დაემონა ეშმაკს და კერპთმსახური გახდა. მაშინდელმა ეკლესიის მეთაურებმა მას სამღვდელმთავრო ხარისხი ჩამოართვეს და ეკლესიიდან გააძევეს. ურჯულო და სირცხვილდაკარგულმა ეპისკოპოსმა გადაწყვიტა ხელისუფალნი მოესყიდა და მათი მეოხებით თავისი სასულიერო წოდება დაებრუნებინა. სოლომონ ბრძენის სიტყვებით: „ყოველივე ოქროითა განემარჯვების". ის ჩავიდა კონსტანტინოპოლში, რომლის ხელისუფალთაც ზუსტად მიესადაგებოდა ესაია წინასწარმეტყველის სიტყვები: „ვაი დამნაშავის გამამართლებელს ქრთამის გულისთვის და ალალმართლის გამამტყუნებელს" (ეს. 5, 23) და კიდევაც მოახერხა დაებრუნებინა ეპისკოპოსობა. თუმცა უფალმა თავისი ეკლესია როდი დაუტევა მფარველობის გარეშე. ერთ დღეს, კონსტანტინოპოლში ყოფნისას, თალალე ძვირფას სამოსში გამოეწყო და ხელისუფალთა წინაშე წარსადგომად გაემზადა, რათა მიეღო მტკიცებულება სასულიერო წოდების აღდგენისა. ნამუსწარწყმედილი ეპისკოპოსი სახლიდან გამოსვლის წინ ძლიერმა მუცლის ტკივილმა შეაწუხა და საჭირო ალაგს მიაკითხა. განვლო ორმა საათმა და როცა ნახეს, რომ აღარ გამოდიოდა, მისმა მსახურებმა იქ შეაკითხეს და საზარელი სურათი იხილეს, მისი თავი უწმინდურ ხვრელში იყო გაჩხერილი, ფეხები კი მაღლა ჰქონდა აშვერილი. უბედური ისე აღესრულა საუკუნო სიკვდილით, როგორც ღვთისმებრძოლი არიოზი.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |