მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან > ბედნიერება
ბედნიერება20-12-2012, 12:31 |
„სრული ბედნიერება არ არის და არც შეიძლება იყოს დედამიწაზე" * * * „მიწიერი ბედნიერება შეუძლებელია ზოგიერთი უსიამოვნების გარეშე, ისევე როგორც დახატული ყვავილები - ჩრდილის, ვარდი კი - ეკლების გარეშე" წმიდა ბასილი დიდი
* * * „ბევრს აქვს სიმდიდრე, მაგრამ არ აბადია ჯანმრთელობა, სიმშვიდე, მშვიდობა და კეთილი სახელი" * * * „ნებისმიერი ბედნიერება, რომლის დაკარგვაც შეიძლება, ყალბი ბედნიერებაა" * * * „ნურაფერს ეძებთ სულის გარეთ - ყველაფერი მასშია" * * * „ეძიე ბედნიერება საკუთარ გულში: თუ ის იქ არ არის, მაშ, ვერსად იპოვი" * * * „ერთი მდიდარია, მაგრამ მწუხარებს: სხვა თუმც ღარიბი, მაგრამ - მხიარულია" * * * „დაბალ მდგომარეობაშიც ცხოვრობენ მშვიდად და კეთილდღეობით" * * * „იმისათვის, რომ ბედნიერი იყო, უნდა იყო კეთილზნეობრივი" * * * „ბედნიერება ეხმარება იმას, ვინც საკუთარ თავს ეხმარება გონებითა და შრომით" წმიდა ტიხონ ზადონელი
* * * „ბედნიერება გემის ყველაზე შეუმჩნეველ ნაკვალევს ჰგავს, რომელიც წინ იჭრება და ბოლოში უკვალოდ ქრება" * * * „ყოველივე მიწიერი ცვალებადია, ჩრდილივით ქრება, ტალღასავით ჩაივლის, ჭკნება, როგორც ყვავილი, კვამლივით გაიფანტება" * * * „აქვეყნად ჭეშმარიტად ბედნიერი ისაა, ვისაც ბედნიერება არ სურს, უბედურების კი არ ეშინია" * * * „მწუხარებაში სასოს ნუ წარიკვეთ, ბედნიერებაში კი ნუ განდიდდები" წმიდა ისიდორე პელუზიელი
* * * „თავს ნუ აღიმაღლებ ბედნიერებისას: როცა უბედურება შეგემთხვევა, დამდაბლება მოგიწევს" * * * „მას ვერანაირი უბედურება ვერ შემუსრავს, ვისაც ვერანაირი ბედნიერება ვერ აზიანებს" ნეტარი ავგუსტინე
* * * „ღვთის შიშში ჩადებულია ჭეშმარიტი ბედნიერების მარცვალი" * * * „უსიამოვნოა, როცა საკუთარი ბედნიერების მოსაპოვებლად სხვათა უბედურებით ხარ დავალებული" * * * „სრულყოფილი ბედნიერება იმაში მდგომარეობს, რომ სხვები გააბედნიერო" * * * „ახლობელთა კეთილდღეობაზე ფიქრი ნიშნავს, მეტი შესძინო საკუთარ კეთილდღეობას" * * * „სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა -ღარიბი" წმიდა იოანე ოქროპირი უკან დაბრუნება |