მთავარი > საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > სნეულ ძმას თავისი ავადმყოფობით ძმების შეწუხება არ სურდა და ამის გამო, მიუხედავად აბბა პიმენის გაფრთხილებისა, ეგვიპტეში წვიდა; იქ ერთ ქალთან ცოდვით დაეცა, რომელმაც ვაჟი გაუჩინა; ძმა სკიტში ბავშვით ხელში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის მისი ურჩობის ნაყოფი...
სნეულ ძმას თავისი ავადმყოფობით ძმების შეწუხება არ სურდა და ამის გამო, მიუხედავად აბბა პიმენის გაფრთხილებისა, ეგვიპტეში წვიდა; იქ ერთ ქალთან ცოდვით დაეცა, რომელმაც ვაჟი გაუჩინა; ძმა სკიტში ბავშვით ხელში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის მისი ურჩობის ნაყოფი...10-08-2020, 22:23 |
სნეულ ძმას თავისი ავადმყოფობით ძმების შეწუხება არ სურდა და ამის გამო, მიუხედავად აბბა პიმენის გაფრთხილებისა, ეგვიპტეში წვიდა; იქ ერთ ქალთან ცოდვით დაეცა, რომელმაც ვაჟი გაუჩინა; ძმა სკიტში ბავშვით ხელში დაბრუნდა და განაცხადა, რომ ის მისი ურჩობის ნაყოფი გახდა
სკიტში ერთი ბერი მოღვაწეობდა. მოხდა ისე, რომ ის მძიმე სენით დაავადდა და ძმების მოსავლელი შეიქნა. ბერი ხედავდა მათ ღვაწლს და ამის გამო ძლიერ წუხდა, ბოლოს თქვა: „წავალ ეგვიპტეში, რათა ძმები მეტად აღარ გაისარჯონ". აბბა პიმენმა გააფრთხილა: „ნუ წახვალ, თორემ სიძვის ცოდვით დაეცემი". „ჩემი სხეული თითქმის მკვდარია და ამას როგორ მეუბნები?" - მიუგო ბერმა, მან თავისი არ მოიშალა და ეგვიპტეში გაემგზავრა. ადგილობრივ მაცხოვრებლებს მასთან უამრავი მისატანი მიჰქონდათ, ერთი ქალწული კი ბერის მოსავლელად რწმენით მივიდა და მისი დახმარებით მოღვაწე მალე გამოჯანმრთელდა. შემდეგ, კი, უკვე სრულიად განკურნებული, ამ ქალწულთან ცოდვით დაეცა. ქალმა მუცლად იღო და ვაჟი შვა. ქალაქის მკვიდრნი ჩაეკითხნენ, თუ ვინ იყო ბავშვის მამა, მან კი უპასუხა: „ბერისაგან შემეძინა". და რადგან მისი არ ირწმუნეს, ბერმაც დაუდასტურა: „ეს ჩემი ცოდვაა, მაგრამ გთხოვთ, რომ ბავშვი არ გაწიროთ". მათაც არ გაწირეს, როდესაც ჩვილი ძუძუს მოშორდა, ერთ-ერთი დღესასწაულის დროს ბერმა ის სკიტში მიიყვანა და მასთან ერთად ტაძარში შევიდა. ამის შემსწრე ხალხი აქვითინდა, ხოლო მონაზონმა ძმებს განუცხადა: „შეხედეთ ამ ახალშობილს. ეს ურჩობის ნაყოფია! ძმებო, თქვენც იფრთხილეთ, რამეთუ მე ეს სიბერეში ჩავიდინე" და ითხოვა ელოცათ მისთვის, შემდეგ კი სენაკში განმარტოვდა და თავის უწინდელ შრომას დაუბრუნდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |