მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ბერმა მნახველთა დამოძღვრაზე უარი განაცხადა
ბერმა მნახველთა დამოძღვრაზე უარი განაცხადა25-02-2020, 16:19 |
ძმებმა რამდენიმე ერისკაცთან ერთად აბბა ფელიქსი მოინახულეს და მისგან დამოძღვრა ითხოვეს. ბერი დუმდა. თუმცაღა სტუმრების დაჟინებული თხოვნის გამო ბოლოს და ბოლოს მათ დაეთანხმა და ჩაეკითხა: „გსურთ, რომ ჩემგან დამოძღვრა მიიღოთ?" – „ასეა, აბბა!" - მიუგეს სტუმრებმა. მაშინ ფელიქსმა მათ განუცხადა: „ამჟამად არანაირი დასამოძღვრავი სიტყვა არ გამაჩნია. როდესაც ძმები ბერებისაგან დამოძღვრას ითხოვდნენ და მორჩილებით აღასრულებდნენ კიდეც, მაშინ თავად უფალი აძლევდა მამებს სიტყვის ნიჭს. ახლა კი, როდესაც მხოლოდ დამოძღვრას ითხოვენ და რასაც ისმენენ, არ აღასრულებენ, ღმერთმაც სიტყვის მადლი წაართვა ბერებს. მათ არ იციან რა ილაპარაკონ, რამეთუ არავინაა, ვინც მათ ნათქვამს შეისმენს". როდესაც ძმებმა მისი სიტყვები მოისმინეს, ვეღარაფერი თქვეს, მხოლოდ ამოიოხრეს და სთხოვეს: „ილოცე, ჩვენთვის, აბბა!"
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |