მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ განსწავლა ღირსმა სერგიმ ძმა, რომელმაც ლოცვითი ღვაწლი მიატოვა

როგორ განსწავლა ღირსმა სერგიმ ძმა, რომელმაც ლოცვითი ღვაწლი მიატოვა


24-02-2020, 16:45

როგორ განსწავლა ღირსმა სერგიმ ძმა, რომელმაც ლოცვითი ღვაწლი მიატოვა

 

   არქიმანდრიტმა კრონიდემ თავის შესახებ შემდეგი რამ გვიამბო: „ჩემი მოძღვრის აღსრულების შემდეგ სულიერად ძლიერ დავძაბუნდი. მონაზვნურ წესს ხშირად სრულად არ აღვასრულებდი, შემდეგ თანდათან შევამცირე და მივედი იქამდე, რომ მხოლოდ საღამოს ლოცვებსღა ვკითხულობდი. ხდებოდა ისეც, რომ ძილის წინ მხოლოდ „აღდეგინ ღმერთს" ვგალობდი. სინდისი მქენჯნიდა და მაიძულებდა, რომ მონაზვნური წესი სრულად შემესრულებინა, თუმცა სულიერად იმდენად დავუძლურდი და დავსუსტდი, რომ გამოსწორება ვერ შევძელი, ვიდრე ზეციდან ღირსი სერგისგან დამოძღვრა არ მივიღე. ერთხელ დამესიზმრა, რომ წმინდა სამების ტაძარში შევედი. არამიწიერი შუქით განათებული ტაძარი მლოცველებით იყო გადავსებული, რომლებიც ისწრაფოდნენ, რომ ბაგეებით ღირსი მამის წმინდა ნაწილებს შეხებოდნენ. ხალხის ტალღამ მეც წმინდანის ლუსკუმისკენ გამიტაცა. შიშმა შემიპყრო და გავიფიქრე: „ვაითუ წმინდა მამამ ჩემი ლოცვისადმი დაუდევრობის გამო ამდენი ხალხის წინაშე მამხილოს?" აი, პირისპირ აღმოვჩნდი მის ჩასასვენებელთან. ვხედავ, თუ როგორ წევს ღირსი სერგი ლუსკუმაში ცოცხალივით. მისმა სახემ თითქოსდა სასიამოვნო, მოწყალე და კეთილი გამომეტყველება მიიღო. მე მას დავაცქერდი და ავტირდი ღვთისა და წმინდა მამის წინაშე ჩემი დანაშაულის გამო. როდესაც მუხლი მოვიყარე, რათა ბაგეებით მის წმინდა ნაწილებს ვმთხვეოდი, ბერის მშვიდი და მამობრივი სითბოთი სავსე ხმა შემომესმა: „შვილო! რატომ განეშორე ლოცვით ღვაწლს? რა მოხდება, თუკი დაგიდგება დრო - როდესაც უფლისაგან გამოიცდები - დრო სულიერი მწუხარებისა და ხორციელი სნეულებისა?! მაშინ სადღა მოიძიებ ნუგეშს, ძალას და სიმტკიცეს შენი სულისთვის?!" ქვითინით გამეღვიძა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება