მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > იეროდიაკვანი მონაზვნური ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო დამბლით დაისაჯა

იეროდიაკვანი მონაზვნური ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულების გამო დამბლით დაისაჯა


23-02-2020, 17:57

 

   1870-იანი წლების დასაწყისში ღირსი სერგის მონასტერში თეთრი სამღვდელოებიდან ერთი დიაკვანი მივიდა - ვინმე მამა იოდასაფი. მას მონაზონი ქალიშვილი ჰყავდა, რომელიც ხოტკოვის მონასტერში მოღვაწეობდა. ერთხელ მამა იოდასაფი მსახურებას აღასრულებდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძარში, რომელიც ლავრის საავადმყოფოს შენობაში მდებარეობდა. როგორც კი დიაკვანმა „რომელი ქერუბიმთას" გალობის დროს საკურთხეველში ტრაპეზისაკენ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, უეცრად სახეზე შეშფოთება გამოეხატა და უგონოდ დაეცა. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გონებადაკარგულმა სამი დღე დაჰყო. როდესაც გონს მოეგო, თავის სულიერ მამას შემდეგი რამ უამბო: „საკურთხეველში შესვლისას ტრაპეზის გვერდით მდგარი ანგელოზი შევნიშნე, მას სტიქარი ემოსა, ხელთ კი მახვილი ეპყრა. ის სწრაფად მომიახლოვდა, სტიქარი და გინგილა გამხადა, შემდეგ ხელებსა და ფეხებზე ცეცხლოვანი მახვილი შემომკრა და განმიცხადა: „კარგი იქნებოდა, რომ სული სხეულიდან ამოგრთმეოდა მონაზვნური ცხოვრებისადმი შენი დაუდევარი დამოკიდებულებების გამო, მაგრამ შეხედე, ვინ არის შენი მეოხი უფლის წინაშე" და სამსხვერპლოსაკენ გამახედა. იქ მე სამსხვერპლოსთან დაჩოქილი და მხურვალედ მლოცველი ღირსი სერგი ვიხილე". იეროდიაკვანი იოდასაფი ერთი წელი დამბლადაცემული იწვა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ცრემლებით სთხოვდა უფალს შენდობას და მხურვალედ ევედრებოდა ცოდვათა მიტევებას. როგორც ჩანს, მამა იოდასაფს თავისი აღსასრულის შესახებ წინასწარ ეუწყა. მან ერთ დილას საწოლთან ჩამომჯდარ თავის ქალიშვილს სთხოვა, რომ დასაკრძალი ტანისამოსით შეემოსა. სრულ გონებაზე მყოფი ქრისტეს წმინდა საიდუმლოს ეზიარა, სიხარულით წარმოსთქვა „მოვიდნენ" და მშვიდად აღესრულა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 

 


უკან დაბრუნება