მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ განკურნა პეტრე ათონელის წმინდა ნაწილებმა ეშმაკეული

როგორ განკურნა პეტრე ათონელის წმინდა ნაწილებმა ეშმაკეული


15-07-2020, 16:06

როგორ განკურნა პეტრე ათონელის წმინდა ნაწილებმა ეშმაკეული

 

 

   იმ  მონადირის ძმა, რომელმაც წმინდა პეტრე ათონელის მოღვაწეობის ადგილი აღმოაჩინა, ავი სულით იყო შეპყრობილი და მისგან მრავალი წელი იტანჯებოდა. როგორც კი იგი ღირსი პეტრეს წმინდა ნაწილებს შეეხო, ბოროტმა სულმა მაშინვე ძირს დაანარცხა. დუჟმორეული კაცი კბილების ღრაჭუნითა და მრისხანებით ღრიალებდა: „ტიტველო და ფეხშიშველო პეტრევ! განა არ გეყო ორმოცდაცამეტი წელი, რაც აქ იცხოვრე და იბატონე ჩვენზე? მაშინ შენ მე ჩემი საცხოვრებლიდან გამაძევე და ჩემს მეგობრებს დამაშორე. ხომ არ გინდა, რომ მიცვალებულმაც დამამარცხო? არა, მიცვალებულს უკვე აღარ დაგიჯერებ". ამ საზარელი ხმის გამგონე მონადირე და მისი მხლებლები შიშისგან კანკალებდნენ. უცებ წმინდანის წმინდა ნაწილები ღვთიური ნათლით გასხივოსნდა და ავი სულიც შავი კვამლის სახით გავიდა შეპყრობილი ადამიანისგან. ამის შემდეგ ეშმაკეული კარგა ხანს მკვდარივით იდო მიწაზე, ხოლო როგორც კი გონს მოვიდა, ღვთის კაცს განკურნებისთვის მადლობა შესწირა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება