მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, ვერცხლისმოყვარეობა, მთავარი გვედის ფოტო > მონაზონს, რომელსაც ორი ოქროს შენახვის გამო გულისთქმები ტანჯავდა, ბერმა განუცხადა, რომ ოქრო სარგებელს არ მოუტანდა

მონაზონს, რომელსაც ორი ოქროს შენახვის გამო გულისთქმები ტანჯავდა, ბერმა განუცხადა, რომ ოქრო სარგებელს არ მოუტანდა


14-07-2020, 16:57

 

 

   ერთმა ძმამ ბერს უთხრა: „მაკურთხე, მამაო, რომ ორი ოქრო ვიქონიო ჩემი ხორცის უძლურების გამო". როდესაც ბერმა შენიშნა, რომ მას ფულის შენახვის ძლიერი სურვილი ჰქონდა, უთხრა: „კარგი, იქონიე". როგორც კი ძმა თავის სენაკში დაბრუნდა, გულისთქმებმა ააფორიაქეს, თითქოსდა ეკითხებოდნენ: „როგორ ფიქრობ, ბერმა ფულის შენახვაზე გაკურთხა თუ არა?" ძმა ისევ მივიდა ბერთან და შეევედრა: „ღვთის გულისათვის, განმიცხადე ჭეშმარიტება, რამეთუ ამ ორი ოქროს გამო გულისთქმები ძალიან მტანჯავს". „მე შევნიშნე, თუ რა ძლიერი სურვილი გქონდა მათი შენახვისა, - მიუგო ბერმა, - ამადაც გითხარი, რომ ოქრო დაგეტოვებინა, თუმცა იმაზე მეტის ქონა, რაც ხორცისათვისაა საჭირო, სარგებელს არ მოგიტანს. ეგ ოქრო იმედს გისახავს და თუკი მოხდება ისე, რომ დახარჯავ, შენი იმედიც დაიღუპება. იქონიე იმედი ღვთისა, რამეთუ ის ადამიანებზე ყოველთვის ზრუნავს".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება