მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > ანგელოზმა ძმის განკითხველ ბერს განკითხულის სული მიჰგვარა და მისი განსჯა შესთავაზა; ამან ბერს ცხადად აგრძნობინა განკითხვის სიმძიმე
ანგელოზმა ძმის განკითხველ ბერს განკითხულის სული მიჰგვარა და მისი განსჯა შესთავაზა; ამან ბერს ცხადად აგრძნობინა განკითხვის სიმძიმე7-07-2020, 14:44 |
როდესაც ერთმა ბერმა ძმის ცოდვით დაცემის შესახებ შეიტყო, განიკითხა და განაცხადა: „მან დიდი ბოროტება ჩაიდინა!" განვლო ხანმა და ბერს ანგელოზმა მის მიერ განკითხული ძმის სული მიჰგვარა და უთხრა: „ის, ვინც განიკითხე, აღესრულა, სად მიბრძანებ მისი სულის დამკვიდრებას - სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?" ბერი შეძრწუნდა, ანგელოზი კი განაგრძობდა: „შენ ხომ მართალთა და ცოდვილთა მსაჯული ხარ, ჰოდა, მიბრძანე, როგორ მოვიქცე? შეიწყალებ მას თუ სატანჯველებისთვის გაიმეტებ?" მაშინ კი მიხვდა ბერი, რომ ძმის განკითხვით თავად დაეცა მძიმე ცოდვით და კვნესითა და ტირილით ითხოვა შენდობა. უფალი დიდხანს არ ეხმაურებოდა მის მოთქმა-გოდებას, ბოლოს კი მოლბა მის მიმართ და ანგელოზი წარგზავნა, რათა მისთვის შეწყალების შესახებ ეუწყებინა. „უფალმა შეგინდო, - განუცხადა ანგელოზმა, - თუმცა ამ წუთიდან აღარასოდეს დაივიწყო, თუ რამდენად მძიმე ცოდვაა განკითხვა".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |