მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > ღირსი იოანე საბაიტელი ძმის განკითხვის გამო უფლისგან განკვეთილ იქნა და მხოლოდ შვიდი წლის სინანულის შემდეგ მიიღო შენდობა

ღირსი იოანე საბაიტელი ძმის განკითხვის გამო უფლისგან განკვეთილ იქნა და მხოლოდ შვიდი წლის სინანულის შემდეგ მიიღო შენდობა


5-07-2020, 20:38

ღირსი იოანე საბაიტელი ძმის განკითხვის გამო უფლისგან განკვეთილ იქნა და მხოლოდ შვიდი წლის სინანულის შემდეგ მიიღო შენდობა

 

 

   ღირსი იოანე საბაიტელი გვიამბობს: „ერთხელ მეზობელი მონასტრიდან ერთი მონაზონი მესტუმრა და მე მას მამების შესახებ გამოვკითხე. „კარგად არიან, მამაო, თქვენი ლოცვითი შეწევნით!" - მომიგო მან. შემდეგ იმ მონაზვნის შესახებ ჩავეკითხე, რომელიც კეთილი სახელით არ სარგებლობდა. „სრულებით არ შეიცვალა, მამაო" - მიპასუხა მონაზონმა. „ცუდია!" - წამოვიძახე მე. მოულოდნელად ორ ავაზაკს შორის ჯვარცმული იესო ქრისტე ვიხილე. დავაპირე მაცხოვრისთვის თაყვანი მეცა, მაგრამ ის მაშინვე მის წინ მდგომ ანგელოზებს მიუბრუნდა და განუცხადა: „გააგდეთ აქედან, ის ანტიქრისტეა! მან ძმა მანამდე განიკითხა, ვიდრე მე განვსჯიდი". და როდესაც უფლის ბრძანებით მაძევებდნენ, კარში ჩემი მანტია დამრჩა! ამის შემდეგ მე გამოვფხიზლდი. „ვაიმე, უბედურს, - ვუთხარი სტუმრად მოსულ ძმას, - შავი დღე დამიდგა". „რატომ, მამაო?" - ჩამეკითხა ძმა. მაშინ ვუამბე ყოველივე, რაც ვიხილე და თან აღვნიშნე, რომ ჩემი იქ დარჩენილი მანტია უფლის დახმარებისა და მფარველობის დაკარგვას მიანიშნებდა. იმ დღიდან შვიდი წელი უდაბნოში ხეტიალში გავატარე, არც თავშესაფარი გამაჩნდა, არც პურს ვიხმევდი და არც არავის ვცემდი ხმას მანამ, სანამ ჩემი უფალი კვლავ არ გამომეცხადა და ჩემი მანტია არ დამიბრუნა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება