მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განდეგილმა ტიმოთემ ძმა განიკითხა და წინამძღვარს ურჩია, რომ ის მონასტრიდან გაეგდო; ამის გამო უფალმა დაუშვა, რომ ძმის განსაცდელი განდეგილზე გადასულიყო

განდეგილმა ტიმოთემ ძმა განიკითხა და წინამძღვარს ურჩია, რომ ის მონასტრიდან გაეგდო; ამის გამო უფალმა დაუშვა, რომ ძმის განსაცდელი განდეგილზე გადასულიყო


2-07-2020, 15:47

 

 

   ერთხელ ერთმა ძმამ აბბა პიმენს გაუმხილა: „როდესა ცოდვით დაცემულ ძმას ვხედავ ან ვატყობ მისი ცოდვის შესახებ, უსიამოვნოდ ვიღებ მას ჩემს სენაკში, ხოლო კეთილი სახელის მქონე ძმას სიხარულით ვეგებები". ბერმა მიუგო: „თუკი შენ კეთილი ძმისთვის სიკეთე გსურს, მაშინ დაცემულისთვის ჰქმენ ორჯერ მეტი, რადგან ის უძლურებაშია". ერთ-ერთი კინობიურ (საერთო საცხოვრებლის ტიპის) მონასტერში ერთი განდეგილი ცხოვრობდა, სახელად ტიმოთე. ერთელ მონასტრის წინამძღვარმა შეიტყო, რომ ერთი ძმათაგანი ცოდვით დაეცა და ტიმოთე განდეგილს მასთან დაკავშირებით რჩევა ჰკითხა. ბერმა მისი სავანიდან გაძევება ურჩია. როდესაც ცოდვილი ძმა მონასტერ განეშორა, სიძვის ვნებამ, რომელიც მასში მოქმედებდა, ტიმოთეში გადაინაცვლა და ბერი ამის გამო დიდი საფრთხეში აღმოჩნდა. განდეგილი მიხვდა ამ ბრძოლების გაჩენის მიზეზს და მხურვალე ლოცვითა და ცრემლებით მოუხმო ღმერთს: „შევცოდე და გევედრები, შემინდე!" და იყო ხმა ზეციდან: „ტიმოთე! იცოდე, ეს ბრძოლები შენზე იმიტომ დავუშვი, რომ განსაცდელში ჩავარდნილი შენი ძმა უგულებელყავი!"

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება