მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბერს მოყვასის განკითხვის გამო ღვთის მადლი განეშორა
ბერს მოყვასის განკითხვის გამო ღვთის მადლი განეშორა30-01-2020, 17:36 |
კინობიაში ორი ძმა ცხოვრობდა და თითოეული მათგანი ღირსი შეიქნა თავის ძმაზე დავანებული მადლის ხილვისა. ერთხელ, მოხდა ისე, რომ დიდ ხუთშაბათს ერთ-ერთი ძმა მონასტრიდან გამოვიდა და იხილა რა, რომ ვიღაც დილაადრიან საკვებს იხმევდა, გაუწყრა: „განა შეიძლება დიდ ხუთშაბათს ასეთ დროს ჭამა?" მეორე დღეს ძმები შეიკრიბნენ და ძმამ თავის ძმას ჩვეულებისამებრ შეხედა, თუმცა ნახა, რომ მას მადლი განშორებოდა, ის ამით ძლიერ დანაღვლიანდა და როდესაც სენაკში დაბრუნდნენ, შეეკითხა: „ძმაო, რა ჩაიდინე ასეთი? რადგან ვერ ვხედავ შენზე ღვთის მადლს, რომელსაც ყოველთვის ვხედავდი". „არც საქმითა და არც გულისთქმით არ შემიცოდავს", - უპასუხა ძმამ. „იქნებ რაიმე თქვი?" - არ ეშვებოდა ძმა. მაშინ მას ყოველივე გაახსენდა და ძმას გაუმხილა, რითიც შესცოდა: „გუშინ დავინახე თუ როგორ ჭამდა ვიღაც დილაადრიან და გავუწყერი, როგორ შეიძლება დიდ ხუთშაბათს ასეთ დროს ჭამა-მეთქი, გევედრები, ორი კვირის განმავლობაში ჩემთან ერთად ილოცე და უფალს შემავედრე, რათა შემინდოს!" ასეც მოიქცნენ და ორი კვირის შემდეგ ძმამ კვლავ იხილა თავის ძმაზე გადმოსული მადლი ღვთისა. მოღვაწენი დამშვიდნენ და ღმერთი ადიდეს.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |