მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს > სიყმაწვილე

სიყმაწვილე


15-03-2014, 00:09
სიყმაწვილე
 
 

   „ყრმობისათვის მოხუცებულობა უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ შეუნანებელ ახალგაზრდას დაღუპვა ელის"

* * *

„ღმერთს სურს, რომ შენ მის მსახურებას მიუძღვნა მთელი ცხოვრება და არა - მისი უარესი ნაწილი"

* * *

„ვინც სიბერეს ელოდება იმისათვის, რომ საკუთარი თავი ღმერთს მიუძღვნას, ის ნათლად აჩვენებს, რომ სურს, საკუთარი თავი სათნოებისათვის შემოინახოს იმ დროისათვის, როდესაც სხვა არაფრის გაკეთება აღარ შეეძლება"

* * *

„გონიერება სიბერის ჟამს უკვე გონიერება აღარ არის, არამედ ის, რომ ადამიანს თავშეუკავებლობა აღარ ძალუძს"

* * *

„ცუდი ქრისტიანია ის, ვინც მხოლოდ იმიტომ არ სცოდავს, რომ ხელი და ფეხი აღარ ემორჩილება"

წმიდა ბასილი დიდი

 

 

* * *

„რაც უფრო დაგვიანდება სინანული, მით უფრო გაძნელდება იგი"

* * *

„ეცადე, ახალგაზრდობის წლებში დაძლიო შენი ცუდი მიდრეკილებანი, ჩვევები და ვნებები, რომლებსაც ჯერ კიდევ ღრმად არ გაუდგამთ ფესვები შენს გულში. რაც მეტად გადადებ ამის გაკეთებას, მით უფრო ძნელი იქნება, შეუდგე ამ მძიმე საქმეს - შენი სულის ცხონებას"

წმიდა ტიხონ ზადონელი

 

 

* * *

„რასაც ასწავლი საკუთარ თავს ახალგაზრდობაში, ის დარჩები მთელი ცხოვრების მანძილზე"

* * *

„წარსულშია აწმყოსა და მომავლის თესლი"

* * *

„რასაც ახალგაზრდობაში დასთეს, მას მოიმკი მთელი შემდგომი ცხოვრების მანძილზე"

* * *

„ახალგაზრდობაში გულმოდგინება მოხუცებულობის ჟამს პატივს მოგიტანს"

* * *

„მოხუცებულობის ჟამს პატივი მანამდე შრომისმოყვარეობის დასტურია"

ამბა ევაგრე
 

უკან დაბრუნება