მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ჭუჭყიანი სამოსით შემოსილი ხალხის განკითხვის გამო ბერს ღვთის მადლი განეშორა და მხოლოდ ერთი თვის სინანულის შემდეგ მიაღწია უწინდელ მდგომარეობას

ჭუჭყიანი სამოსით შემოსილი ხალხის განკითხვის გამო ბერს ღვთის მადლი განეშორა და მხოლოდ ერთი თვის სინანულის შემდეგ მიაღწია უწინდელ მდგომარეობას


25-01-2020, 21:42

 

   როდესაც დიდი მოღვაწე, ბერი ქსენოფონტი, ვალაამის მონასტერში დამკვიდრდა, იქ ის ღირსი შეიქნა იმისა, რომ საღვთო ლიტურგიის დროს გამუდმებით ეხილა სხვადასხვაგვარად გამოვლენილი მადლი ღვთისა. ერთელ მონასტერში ფინელი ლუთერანები მოვიდნენ და ჭუჭყიანი სამოსით შევიდნენ ტაძარში. დიდი მოღვაწე ცდუნებამ შეიპყრო და თავისი გულისთქმებით გულში მათზე აუგი გაივლო. ღვთის მადლი მაშინვე განეშორა ქსენოფონტს. ბერი უმალვე მიხვდა ამის მიზეზს და ღვთის წინაშე სინანულს მიეცა. დიდი მოღვაწე მხოლოდ ერთი თვის შემდეგ შეიქნა ღირსი, რომ ღვთის მადლის გამოვლინება კვლავაც ეხილა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება