მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ღირსმა ვიტალიმ მონასტერში სამოცწლიანი ცხოვრების შემდეგ უჩვეულო ღვაწლი - მეძავთა გადარჩენა იტვირთა და ამის გამო გარდაცვალების შემდეგ უფალმა ის მრავალი სასწაულით განადიდა

ღირსმა ვიტალიმ მონასტერში სამოცწლიანი ცხოვრების შემდეგ უჩვეულო ღვაწლი - მეძავთა გადარჩენა იტვირთა და ამის გამო გარდაცვალების შემდეგ უფალმა ის მრავალი სასწაულით განადიდა


7-06-2020, 20:25

 

 

   ღირსი მამა ვიტალი, მას შემდეგ, რაც სამოცი წელი ღირსი სერიდის მონასტერში გაატარა, ალექსანდრიაში ჩავიდა და იქ განაგრძო ცხოვრება. ბერი ადამიანურ დიდებას გაურბოდა და ამის გამო ის შემდეგნაირად იქცეოდა: დღისით დაქირავებულ მუშად მუშაობდა და გასამრჯელოდ დღეში ერთ ვერცხლს იღებდა, საღამოს კი საროსკიპოში მიდიოდა, მთელ გამომუშავებულ ფულს მეძავებს აძლევდა და ემუდარებოდა, რომ გარყვნილი ცხოვრება მიეტოვებინათ. ამის შემდეგ მთელ ღამეს მათთან ერთად ფსალმუნთგალობასა და ლოცვაში ატარებდა, წასვლისას კი ქალებს პირობას ადებინებდა, რომ მისი მისვლის მიზეზი არავისთვის გაემხილათ. ქალაქის მაცხოვრებლები, რომელთაც არაფერი იცოდნენ ბერის ჩანაფიქრისა და მისი საქმეების შესახებ, მას გამუდმებით კიცხავდნენ და განიკითხავდნენ. „ცოდვილო, წადი, შენი მეძავები გელიან", - ეუბნებოდნენ ბერს, ანდა „სჯობდა ცოლი შეგერთო, ვიდრე მონაზვნის სახელი შეგებღალა". ვიტალი თავს არასოდეს იმართლებდა, თავის სათნოებას საგულდაგულოდ მალავდა და ამ ღვაწლს სიკვდილამდე განაგრძობდა. ღირსმა მამამ უამრავი დაცემული ქალი გადაარჩინა და ჭეშმარიტების გზაზე დააყენა. მისი საქმეები მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გაცხადდა. მის სხეულთან შეხებით, როგორც ამბობენ, მრავალი ხეიბარი, უსინათლო და ეშმაკეული განიკურნა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება