მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ განკურნა ღირსმა ნიფონტმა ძმა თავის ტკივილისაგან

თუ როგორ განკურნა ღირსმა ნიფონტმა ძმა თავის ტკივილისაგან


25-10-2020, 16:55

თუ როგორ განკურნა ღირსმა ნიფონტმა ძმა თავის ტკივილისაგან

 

 

   ერთი ძმა, რომელსაც თავის ძლიერი ტკივილები აწუხებდა, ნაცვლად იმისა, რომ შველა და ნუგეში ზეციდან ეთხოვა, მკურნალებში წამლობდა. მან ექიმებს დაახარჯა თუ რამ გააჩნდა, მაგრამ ყოველივე ამაო იყო. როდესაც ადამიანურ უძლურებაში დარწმუნდა, ის ღირს ნიფონტს მიეახლა, ფეხებში ჩაუვარდა და განკურნებას შეევედრა: „წმიდაო, მჯერა, რომ რასაც სთხოვ უფალს, ყველაფერი მოგეცემა". „პირიქით, ძმაო, - უპასუხა ბერმა, მე ერთი ცოდვილი ვარ, ჩემისთანებს კი ღმერთი არ უსმენს". მიუხედავად მისი პასუხისა, ძმა ტერფებს უკოცნიდა და შეუპოვრად განაგრძობდა ვედრებას. მაშინ მისი მწუხარე მდგომარეობით შეძრულმა ღირსმა მამამ სნეულს ლოცვა წაუკითხა და მანაც მაშინვე იგრძნო, თუ როგორ განეშორა თავიდან რაღაც ძლიერი ხმაური, გრიგალის მსგავსი. ძმა განიკურნა და ადიდა ღმერთი, ამასთანავე, გაოცებული და თავისი მკურნალის მიმართ მადლიერებით აღვსილი დაუბრუნდა თავის სამყოფელს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება