მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ აღკვეთა ღირსმა მაკარიმ ჯადოქრის ეშმაკისეული გრძნეულება

თუ როგორ აღკვეთა ღირსმა მაკარიმ ჯადოქრის ეშმაკისეული გრძნეულება


23-10-2020, 15:41

 

 

   ერთი გარყვნილი ეგვიპტელი კეთილშობილი და გათხოვილი მანილოსნის მიმართ ბილწი გულისთქმით აღინთო, მაგრამ ქმრის ერთგული ქალი ვერაფრით აცდუნა და მრუშობაზე ვერ დაიყოლია. მაშინ ურცხვმა კაცმა ბოროტ გრძნეულს მიმართა და უთხრა: „ჰქმენ ისე, რომ ამ დედაკაცმა შემიყვაროს, თუ არადა შენი გრძნეულებით ისე მოახერხე, რომ იგი ქმარმა მიატოვოს". ჯადოქარმა მიიღო რა მისგან დიდი გასამრჯელო, მთელი თავისი ხელოვნება გამოიყენა, მაგრამ ქალის გული მრუში კაცის მიმართ სიყვარულით ვერ აღანთო. მაშინ მან ღვთისმოსავი მანდილოსანი ისეთი ჯადოთი შეკრა, რომ ყველას, ვინც კი მას შეხედავდა, იგი ცხენად ეჩვენებოდა. სახლში მისულმა ქმარმა თანამეცხედრის ნაცვლად ცხენი იხილა. შეშფოთებულმა კაცმა მეუღლე მაკარი დიდთან წაიყვანა უდაბნოში. წმინდა მამამ წყალი აკურთხა, ჯადოქმნილ ქალს თავზე გადაავლო, ილოცა და იმავ წამს ყველამ ცხენის ნაცვლად შესანიშნავი მანდილოსანი იხილა. განშორებისას ღირსმა მოსაგრემ დედაკაცს უთხრა: „ნურასოდეს დაიზარებ ეკლესიაში სიარულს და ნუ აარიდებ თავს წმინდა ზიარების საიდუმლოს. შენ უბედურება იმის გამო შეგემთხვა, რომ უკვე ხუთი კვირაა, რაც ჩვენი მხსნელისა და მაცხოვრის წმინდა სისხლსა და ხორცს არ ზიარებიხარ".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება