მთავარი > წმიდათა ცხოვრება, რელიგიური ცდომილებანი, ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > განხეთქილებაში მყოფის გონს მოსვლა სასწაულებრივი ხილვით
განხეთქილებაში მყოფის გონს მოსვლა სასწაულებრივი ხილვით1-06-2020, 16:32 |
ერთხელ, დილით, - გვიამბობდა განხეთქილებაში მყოფი ივანე სოროკინი, - ჩემს სენაკში ლოცვა აღვავლინე და უფალს მხურვალედ შევევედრე: „მაჩვენე, უფალი, გზა, რომელზეც უნდა ვიარო!" ამის შემდეგ დამეძინა და ძილში ვიხილე, თითქოსდა ერთ არაჩვეულებრივ სასახლეში ვიმყოფებოდი. მოულოდნელად ჩემს თავს ზემოთ ხმა გაისმა: „წადი ტაძარში, რადგან ეკლესიის გარეთ ხსნა შეუძლებელია". „ტაძარში რომ უამრავი ღვარძლი და საცდურია?" - მივუგე მე. „მაგასთან რა გესაქმება? - დამიჯერე და ხორბლის რჩეული მარცვალი გახდები". „ავსტრიაში არის ეკლესია ეპისკოპოსითა და სასულიერო პირებით". - დავსძინე მე. „ავსტრიის ეკლესია ეკლესია არაა, რადგან ის აღმოსავლეთის ეკლესიას გამოეყო და მასში აღარ არის ხსნა". - მომიგო ხმამ და ამით დასრულდა ჩემი ჩვენება". და აი, ივანე, რომელსაც დაბადებიდან არ გადაებიჯებინა ეკლესიის ზღურბლისათვის, ღვთის განცხადების (ნათლისღების) დღესასწაულისთვის საღამოს ლოცვაზე მივიდა ტაძარში. ამ დღიდან ის ყოველდღიურად დადიოდა ღვთის სახლში და გულწრფელად ინანიებდა თავის შეცდომებს, ხოლო 1860 წლის 17 აპრილს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, მართლმადიდებლური ეკლესიის წევრი შეიქნა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |