მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მაგია, მისნობა, ჯადოქრობა, მთავარი გვედის ფოტო > განხეთქილებაში მყოფთა წინამძღოლი, ნიკიტა პუსტოსვიატოვი, ეშმაკეულობით დაისაჯა

განხეთქილებაში მყოფთა წინამძღოლი, ნიკიტა პუსტოსვიატოვი, ეშმაკეულობით დაისაჯა


21-10-2020, 16:32

განხეთქილებაში მყოფთა წინამძღოლი, ნიკიტა პუსტოსვიატოვი, ეშმაკეულობით დაისაჯა

 

 

   „მცირეწლოვანი მეფისწულების, ალექსანდრესა და პეტრეს ხანაში, სარწმუნოების შესახებ ცხარე კამათის შემდეგ, განხეთქილებაში მყოფნი მარმარილოს დარბაზიდან გამოვიდნენ და „გავიმარჯვეთ, გავიმარჯვეთ!" შეძახილებით თვალსაჩინო და ამაღლებულ ადგილას შეგროვდნენ. სწორედ მაშინ - გვიამბობს წმინდა დიმიტრი როსტოველი, - უფალმა, ვერ აიტანა რა მათგან თავისი ეკლესიის გმობა, მათი ერეტიკოსობა მოულოდნელი განსაცდელით ამხილა: ერეტიკოსთა წინამძღოლს, ნიკიტა პუსტოსვიატოვს, უეცრად ავი სული დაეპატრონა, რომელმაც ის მყისიერად დაანარცხა მიწაზე დუჟმორეული. განხეთქილებაში მყოფთა წინამძღოლი ეშმაკეული გახდა, ხალხმა კი, რომლებმაც მასზე მოწევნული ღვთის შურისგება იხილეს, ნათლად გააცნობიერა, თუ როგორი მწვალებელი, ღვთის მგმობელი და ეკლესიის მტერი იყო ის".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება