მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > როდესაც აბბა ამონმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა იგრძნო, აღებული ხორბლის მიტოვება და წასვლა გადაწყვიტა

როდესაც აბბა ამონმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა იგრძნო, აღებული ხორბლის მიტოვება და წასვლა გადაწყვიტა


25-05-2020, 19:09

 

 

   აბბა ამონის შესახებ გვიამბობდნენ: ერთხელ მან თავისი საჭიროებისთვის ორმოცდაათი საწყაო ხორბალი მოაგროვა და გასაშრობად მზეზე გაშალა. თუმცა, ვიდრე მარცვალი კარგად გამოშრებოდა, მან იმ ადგილას რაღაც არასასიკეთო შეიგრძნო და მოწაფეებს განუცხადა: „წავიდეთ აქედან!" ისინი ამით ძალიან დამწუხრდნენ. როდესაც ბერმა მათი უსაზღვრო მწუხარება იხილა, მოწაფეების დამოძღვრას მოჰყვა: „ნუთუ პურის გამო მწუხარებთ? გარწმუნებთ, მე მინახავს ადამიანები, რომლებიც გაქცეულან, პერგამენტის წიგნებით სავსე შეღებილი კარადები მიუტოვებიათ და ისე წასულან სახლიდან, რომ კარიც კი არ გამოუხურავთ".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება