მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ყმაწვილი, რომელსაც ერში წუთისოფლის საზრუნავი და დემონები აკავებდნენ, მონასტერში შიშველი გაიქცა

ყმაწვილი, რომელსაც ერში წუთისოფლის საზრუნავი და დემონები აკავებდნენ, მონასტერში შიშველი გაიქცა


19-10-2020, 16:17

ყმაწვილი, რომელსაც ერში წუთისოფლის საზრუნავი და დემონები აკავებდნენ, მონასტერში შიშველი გაიქცა

 

 

   ერთ ყმაწვილს წუთისოფლისგან განშორება ჰქონდა განზრახული. ახალგაზრდამ მრავალჯერ სცადა თავისი სურვილის სისრულეში მოყვანა, მაგრამ ის მდიდარი იყო და გულისთქმები წუთისოფლის სხვადასხვა საზრუნავით აბრკოლებდნენ. ერთხელ ყმაწვილი შინიდან ერის მიტოვების მტკიცე გადაწყვეტილებით გამოვიდა, მაგრამ დემონები გარს შემოეხვივნენ და პირდაპირ მის სახესთან მტვრის სქელი ფენა აღმართეს. როდესაც მან ავი სულების ქმედება იხილა, სამოსი შემოიძარცვა, გვერდზე გადაყარა და მონასტერში შიშველი გაიქცა. უფალმა ამის შესახებ ერთ-ერთ ბერს განუცხადა და უბრძანა: „ადექი და ჩემი მეომარი მიიღე!" ბერი წამოდგა და შიშველ ახალგაზრდას შეეგება. როდესაც მან ყმაწვილის სიშიშვლის მიზეზი შეიტყო, მას საბერო შესამოსელი უბოძა. შემდგომში როცა ბერთან მოსული ძმები მას ბერული ცხოვრების შესახებ ეკითხებოდნენ, ის მათ მოძღვრავდა, ხოლო როცა ერისაგან განდგომის შესახებ ინტერესდებოდნენ, ეუბნებოდა: „ამაზე ჩემს ძმას ჰკითხეთ, რამეთუ მე მის მსგავს თავდადებას ჯერ ვერ მივაღწიე".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება