მთავარი > საცდურები, ნაყროვანება, მთავარი გვედის ფოტო > ბერი, რომელიც საკუთარ თავსა და თავის მოწაფეებს საზრდელის მიღებაში შეზღუდვებს არ უწესებდა, მძიმე სატანჯველით დაისაჯა

ბერი, რომელიც საკუთარ თავსა და თავის მოწაფეებს საზრდელის მიღებაში შეზღუდვებს არ უწესებდა, მძიმე სატანჯველით დაისაჯა


20-11-2020, 18:33

ბერი, რომელიც საკუთარ თავსა და თავის მოწაფეებს საზრდელის მიღებაში შეზღუდვებს არ უწესებდა, მძიმე სატანჯველით დაისაჯა

 

 

   ერთ დიდ ბერს მთაში მცხოვრები ერთი მმარხველის შესახებ ესმა და მისი მონახულება განიზრახა. მან ნახა, რომ მოღვაწე გარეგნულად მეტად ღვთივსათნო ცხოვრებას ეწეოდა და რამდენიმე დღით მასთან დარჩენა გადაწყვიტა, რათა უკეთესად გაცნობოდა. მოღვაწეს ბევრი მოწაფე ჰყავდა და ადამიანები მასთან ქვეყნის ყველა კუთხიდან მიედინებოდნენ. სიყვარულსა და მორჩილებას ამოფარებული ბერი მოწაფეებს საკვებსა და სასმელს არ უზღუდავდა და ამას სათნოებად მიითვლიდა. თუმცა ეს ყველაფერი ეშმაკისეულ ხიბლსა და ხორციელ სიბრძნეს წარმოადგენდა. სულ მალე მმარხველი გარდაიცვალა. ბერმა მოისურვა გაეგო, თუ რამდენად სათნო იყო ღვთისთვის მისი ქმედებანი, ის ლოცვად დადგა და უფალს შეევედრა, რომ მისთვის მოღვაწის საიქიო სამყოფელი ეჩვენებინა. უფალმა მისი ლოცვა შეისმინა და ბერმა მმარხველი თავდაღმა დაკიდებული იხილა. ამან ის ძალიან დაამწუხრა, მაგრამ უეცრად ჩაესმა ხმა, რომელმაც აუწყა, რომ უფალმა, მისი თხოვნისამებრ, მოღვაწის საიქიო ხვედრი გაუცხადა: მისი ფეხები, ყოველთვის შეუმოსავნი, ზეციურ სიბრძნეს ფლობდნენ და ამიტომაც ზეცისაკენ იყვნენ მიმართულნი. მისი გონება კი ხორციელი საიბრძნით იყო აღვსილი და სწორედ ამის გამო თავის მიწისაკენ ჰქონდა მიქცეული. ამის შემდეგ ბერმა ითხოვა, რომ უფალს მისთვის ამ მოღვაწის თაყვანისმცემელი მოწაფეების საიქიო სამყოფელი გაეცხადებინა და მან ორი მათგანი საშინელ მდგომარეობაში იხილა. როცა მათი ხვედრით დაინტერესდა, ერთ-ერთმა მიუგო, რომ ნაყროვანებამ დაღუპა, მეორემ კი განუცხადა, რომ აღსარებაში გაუმხელელი გულისთქმები გააჩნდა და აი, სწორედ ამის გამო იმყოფებოდნენ ისინი ამ სატანჯველში. მაშინ ბერმა წამოიძახა: „იმ ყველაფრისთვის, რასაც ადამიანი მიწაზე თესავს, ზეცად მოიმკის და ყოველივესთვის უფლისაგან მისაგებელს მიიღებს".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება