მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ანგელოზმა ბერის სნეული ფეხები განკურნა, ამის შემდგომ მის მიერ დამზადებული სახვევებით კურნებები აღესრულებოდა

ანგელოზმა ბერის სნეული ფეხები განკურნა, ამის შემდგომ მის მიერ დამზადებული სახვევებით კურნებები აღესრულებოდა


4-01-2020, 22:50

ანგელოზმა ბერის სნეული ფეხები განკურნა, ამის შემდგომ მის მიერ დამზადებული სახვევებით კურნებები აღესრულებოდა

 

   იყო ერთი ბერი, რომელსაც ფეხები ისე დასნეულებოდა, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე მოძრაობის უნარი ჰქონდა წართმეული. ერთხელ, როდესაც ის კოჭლობითა და ვაივაგლახით საჭმლის მოსამზადებლად წამოდგა, მის წინ უფლის ანგელოზი წარსდგა, შეეხო მის ბაგეებს და უთხრა: „ქრისტეა შენთვის ჭეშმარიტი სასმელიცა და საჭმელიც!" - განკურნა ბერი და გაუჩინარდა. ამის შემდეგ ბერმა პალმის რტოებისგან ცხოველებისთვის სახვევების გაკეთება დაიწყო. რაღაც დროის შემდეგ მასთან ვირით კოჭლი მიიყვანეს. როგორც კი წმინდანის მიერ დამზადებული სახვევები სნეულის ფეხებს შეეხო, მყისვე განიკურნა. წმინდა ბერი ლოცვა-კურთხევით სხვა სნეულებსაც უგზავნიდა თავის მიერ დამზადებულ სახვევებს და ისინიც, უფლის შეწევნით, მეყსეულად იკურნებოდნენ.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება