მთავარი > წმ. მამათა საგანძურიდან, წერილები სულიერ შვილებს > განკითხვა

განკითხვა


14-03-2014, 00:03
განკითხვა
 
 

   „ადამიანები საკუთარ საქმეებში დაყოვნებული მსაჯულნი არიან, სხვისაში კი - სწრაფნი”

* * *

„ჩვენ გვსურს, რომ სხვები სრულყოფილნი იყვნენ, საკუთარ ნაკლოვანებებს კი არ ვასწორებთ"

* * *

„სუფთა სული ადვილად არ იჯერებს უსამართლო საქმეების შესაძლებლობას"

* * *

„ვინც ბოროტებისადმი კეთილგანწყობილი არ არის, მას დაეჭვება არ შეუძლია"

წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

 

 

* * *

„ბრმა ვერ გაკადნიერდება კოჭლის დასაცინად"

* * *

„ჯერ საკუთარი თავი განსაჯე, თუ სხვისი განსჯა გსურს"

* * *

„ვიყოთ მიუკერძოებელნი საკუთარი თავის მიმართ, რათა სამართლიანად მოვექცეთ სხვებს"

* * *

„რაც უფრო შორსაა ადამიანი ცუდი საქმეებისაგან, მით უფრო გულწრფელად წუხს იგი ცუდი საქმეების გამო"

წმიდა დიმიტრი როსტოველი

 

 

* * *

„საკუთარი თავი შეიცანი და ეს საკმარისი იქნება"

* * *

„ნუ განიკითხავ სხვას, არამედ ეცადე, საკუთარი თავი გამოასწორო, რათა თვითონ არ გახდე განსჯის ღირსი"

* * *

„ყველა ეცემა, როდესაც მას უფალი არ განამტკიცებს - ღვთის შეწვნის გარეშე დგომა არ შეგვიძლია"

* * *

„თუ სხვისი საქმეების გამოცდა გსურს, მათ კეთილ საქმეებს შეხედე და არა - ბოროტს"

წმიდა იოანე ოქროპირი

 

 

* * *

„ნურავისზე იფიქრებ ბოროტს, სხვაგვარად თვითონ გაბოროტდები"

* * *

„აბუჩად ნუ აიგდებ ცოდვილს მისი ნაკლოვანებების გამო, რათა თვითონ არ გამოიცადო იმავეთი, რითაც - ის"

* * *

„ჩუმად მამხილებელი მეგობარი გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა თვალწინ მკურნალი - მაგინებელია"

წმიდა ისააკ ასური

 

 

* * *

„ნუ დასცინებ და ნუ განიკითხავ განსაცდელში დაცემულს, არამედ, ხშირად ილოცე, რათა თვითონ არ ჩავარდე განსაცდელში"

* * *

„აღსასრულამდე ნურავის დანატრებ და სიკვდილამდე სასოწარკვეთილებას ნუ მიეცემი"

* * *

„დაცემული ფეხზე უნდა დააყენო და არა - დასცინო"

წმიდა ეფრემ ასური

 

 

* * *

„თუნდაც საკუთარი თვალით იხილო ცოდვილი, მაინც ნუ განიკითხავ, რადგან ხშირად თვალებიც ცდებიან"

* * *

„ცოდვილთა განკითხვისაგან თავს შეიკავებ, თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა კრებულში იყო, ავაზაკი კი - მკვლელთა; მაგრამ ერთ წამში მათში სასწაულებრივი გარდასახვა მოხდა"

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი

 

 

* * *

„ძმაზე, რომელიც იმ წუთას იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა: ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს"

წმიდა ბასილი დიდი

 

 

* * *

„ვინც მოყვასის განმკითხველ ენას განერიდება, ის თვითონაც აარიდებს თავს ავისმეტყველების მანკიერებას"

წმიდა ნილოს სინელი


უკან დაბრუნება