მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ძმამ, რომელიც ღირსი ათანასე ათონელის მიმართ სიძულვილს განიცდიდა, მას გრძნეულებით ზიანი ვერ მიაყენა

ძმამ, რომელიც ღირსი ათანასე ათონელის მიმართ სიძულვილს განიცდიდა, მას გრძნეულებით ზიანი ვერ მიაყენა


18-11-2020, 19:14

ძმამ, რომელიც ღირსი ათანასე ათონელის მიმართ სიძულვილს განიცდიდა, მას გრძნეულებით ზიანი ვერ მიაყენა

 

 

   ერთი ძმა სატანის მოქმედებით ღირსი ათანასე ათონელის მიმართ სიძულვილით აღივსო. მან გულში მისი მოკვდინება ჩაიდო და რაკი არ უწყოდა, როგორ მოეპოვებინა წარმატება ამ ცოდვილ ჩანაფიქრში, დახმარებისთვის გრძნეულებსა და მოგვებს მიმართა. თუმცაღა, თავისდა გასაოცრად, დარწმუნდა, რომ წმინდა მამაზე არანაირი ჯადო არ მოქმედებდა. ამ წარუმატებლობით დამწუხრებულმა მონაზონმა როგორღაც თავის ძმას ჰკითხა: „ჯადო და გრძნეულება ნამდვილად მოქმედებს ადამიანზე?" „ღვთივსათნო და უფალში მცხოვრებ ადამიანს გრძნეულება ვერაფერს დააკლებს" - უპასუხა ძმამ. ამ სიტყვებმა ბოროტებით გონებადაბინდული ძმა გამოაფხიზლა, რადგან მან კარგად უწყოდა წმინდანის უბოროტობა და კეთილშობილება. ის მამის მკვლელივით წარდგა ნეტარი ბერის წინაშე, მის ფერხთით დაემხო, ქვითინით აღიარა თავისი ცოდვა და მიტევებას შეევედრა, რაც მიიღო კიდეც ღვთის კაცისაგან, რომელიც მუდამ ცდილობდა, რომ უფალს ამ ცოდვილი სამყაროს სიყვარულში მიმსგავსებოდა. აი, როგორი იყო წმინდა ათანასე მის წინაშე შემცოდეთა მიმართ.

 

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება