მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მეუდაბნოემ წაჩხუბებულების შემრიგებელსა და სნეულებზე მზრუნველ ძმებს თავიანთი ცოდვების შეცნობისათვის განმარტოების აუცილებლობა გობში ჩაყენებული წყლის მაგალითით უჩვენა
მეუდაბნოემ წაჩხუბებულების შემრიგებელსა და სნეულებზე მზრუნველ ძმებს თავიანთი ცოდვების შეცნობისათვის განმარტოების აუცილებლობა გობში ჩაყენებული წყლის მაგალითით უჩვენა2-10-2020, 15:30 |
სამი ღვთისმოყვარე კაცი, რომლებიც სულის ცხონებისაკენ მიილტვოდნენ, ბერად აღიკვეცა. შემდგომ ამისა, ერთმა წაჩხუბებულმა შერიგების ღვაწლი იტვირთა, მეორემ - სნეულთა მონახულებისა და მათზე ზრუნვის, მესამემ კი მდუმარებაში ყოფნა გადაწყვიტა და უდაბნოს მიაშურა. პირველმა, რომელიც ადამიანებს შორის უთანხმოების აღმოფხვრაზე ზრუნავდა, ყველას შერიგება ვერ მოახერხა და გულგატეხილობით დამარცხებული მიადგა იმას, რომელმაც სნეულების მსახურება იტვირთა, თუმცა ისიც სასოწარკვეთილებით შეპყრობილი იხილა, რამეთუ გაეცნობიერებინა, რომ მის მიერ არჩეული ღვაწლი მის ძალებს აღემატებოდა. მაშინ ისინი შეთანხმდნენ და მესამე მეგობრის მოსანახულებლად წავიდნენ უდაბნოში. როდესაც ბერი მოინახულეს, მას თავიანთი გულგატეხილობის შესახებ გაუმხილეს და სთხოვეს, რომ ეამბა, თუ რა სარგებელი მოუტანა უდაბნოში ცხოვრებამ. მცირე ხნის დუმილის შემდეგ მან გობში წყალი ჩაასხა და თქვა: „შეხედეთ წყალს". ის ღელავდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ გაუმეორა: „აბა, ახლა შეხედეთ წყალს, ის უკვე დადგა და დამშვიდდა". როდესაც წყალში ჩაიხედეს, მათ თავიანთი სახეები იხილეს, როგორც სარკეში. მაშინ ბერმა მეგობრებს განუცხადა: „ამის მსგავსი რამ ხდება ადამიანშიც, როდესაც ის ხალხში იმყოფება. მას განყენებული საკითხებით გამუდმებული მღელვარების გამო თავისი ცოდვების დანახვა არ შეუძლია. ხოლო როდესაც განმარტოვდება და მით უმეტეს უდაბნოში, მაშინ ის ნათლად აცნობიერებს თავის შეცდომებს".
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |