მთავარი > ჭეშმარიტი სასწაულები, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თუ როგორ გამოეცხადა დემონი ძმას, რომელიც სამისნო წიგნს კითხულობდა

თუ როგორ გამოეცხადა დემონი ძმას, რომელიც სამისნო წიგნს კითხულობდა


19-12-2019, 00:02

 

   ბერიაში ერთი მონაზონი სამისნო წიგნს წააწყდა და სატანური საიდუმლოებების გარჩევამ თავისდაუნებურად გაიტაცა. ამან უკვალოდ როდი ჩაიარა. მომდევნო ღამით მას ეთიოპი გამოეცხადა და უთხრა: „შენ მე მიხმობდი და აი, მეც აქ ვარ, თაყვანი მეცი და ყოველივეს შეგისრულებ, რასაც კი ისურვებ". „უფალსა ღმერთსა ჩემსა თაყვანის-ვსცე და მას მხოლოსა მვსახურებდე" (მათ. 4, 10) - მიუგო მას მონაზონმა. „თუკი არ მეთაყვანები, რაღატომ მომიხმე მაშინ, როცა თავს ჩემი წიგნების წაკითხვის უფლება მიეცი?" - წამოიძახა განრისხებულმა სატანამ, ძმას სილა გააწნა და გაუჩინარდა. ძმა ტკივილისა და შიშის გრძნობამ გამოაღვიძა, მას ლოყა ისე გასიებოდა და გაშავებოდა, რომ შეხედვაც კი შემზარავი იყო. ეს ტკივილი დღითიდღე უძლიერდებოდა, ლოყა კი იმდენად დაუსივდა, რომ თვალი არარ უჩანდა. როდესაც ახლობლებმა მისი დასახიჩრების მიზეზი შეიტყვეს, ამის შესახებ ღირს დიონიესე უამბეს. წმინდა მამამ სნეული მაშინვე მოინახულა, უფალსა და დედა ღვთისმშობელს სავედრებელი ლოცვა აღუვლინა და ძმას მტკივან ადგილას წმინდა ზეთი აცხო. ძმა მეყსეულად განიკურნა და უფალს დიდება აღუვლინა.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება