მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ძმები თავიანთი შრომით უამრავ გაჭირვებულს ეხმარებოდნენ

ძმები თავიანთი შრომით უამრავ გაჭირვებულს ეხმარებოდნენ


18-12-2019, 00:02

 

   არსინოეს შემოგარენში ერთი პრესვიტერი მოღვაწეობდა, სახელად სერაპიონი. წმინდა მამა მრავალი მონასტრისა და საძმოს წინამძღვარი იყო, რომლებშიც მოღვაწე ბერების რიცხვი ათი ათასს აღწევდა. მოსავლის აღების დროს ბერები ერისკაცებს ეხმარებოდნენ და გასამრჯელოდ აღებული მოსავლის ნაწილი აბბა სერაპიონთან მიჰქონდათ. წინამძღვარი კი მოგროვებულ საზრდოს ღარიბ-ღატაკთა დასახმარებლად ხარჯავდა და სწორედ ამის გამო იყო, რომ იმ მხარეში შიმშილი და სიღატაკე არავის აწუხებდა. ერთი სიტყვით, მეურნეობის ეგზომ გონივრულად განკარგვის ნიჭს ეგვიპტეში მცხოვრები სხვა დიდი მამებიც კი არ ფლობდნენ. თავისი შრომით მოპოვებული საზრდოთი და ტანსაცმლით სავსე გემებს ძმები ალექსანდრიაში აგზავნიდნენ და ამიტომაც იმ ქვეყანაში იშვიათად თუ ნახავდით გლახაკსა და გაჭირვებულს.

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"



უკან დაბრუნება