მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > აბბა სისოს სიკვდილის წინ წმინდა ანტონი დიდი, წინასწარმეტყველები და ანგელოზები გამოეცხადნენ, მაგრამ მან სინანულისთვის დარჩენა ითხოვა; შემდეგ უფალი იხილა და მზესავით გაბრწყინებული აღესრულა
აბბა სისოს სიკვდილის წინ წმინდა ანტონი დიდი, წინასწარმეტყველები და ანგელოზები გამოეცხადნენ, მაგრამ მან სინანულისთვის დარჩენა ითხოვა; შემდეგ უფალი იხილა და მზესავით გაბრწყინებული აღესრულა10-09-2020, 16:19 |
აბბა სისოს შესახებ გვიამბობდნენ: მისი აღსასრულის ჟამს მის გვერდით მყოფმა მამებმა იხილეს, თუ როგორ გაუბრწყინდა ბერს სახე მზესავით სულის გასვლის წუთებში. მომაკვდავმა წარმოთქვა: „აი, აბბა ანტონი მოვიდა". ცოტა ხნის შემდეგ განაცხადა: „აი, წინასწარმეტყველები გამომეცხადნენ". ამის შემდეგ მას სახის ბრწყინვალება მოემატა და ვიღაცასთან იწყო საუბარი. როდესაც ბერებმა ჰკითხეს, თუ ვის ესაუბრებოდა, უპასუხა: „ჩემ წასაყვანად ანგელოზები მოვიდნენ, მე კი ვემუდარები, რომ ცოტა ხნით დამტოვონ სინანულისთვის." მაშინ ბერებმა დაამშვიდეს: „მამაო! განა შენ საჭიროებ მონანიებისას?" – „დარწმუნებული ვარ, რომ ჯერ არც კი დამიწყია ის", - მიუგო ძმებს, თუმცა მისი სრულყოფილების შესახებ ყველამ კარგად უწყოდა. ცოტა ხნის შემდეგ მომაკვდავს სახე მზესავით გაუბრწყინდა და წამოიძახა: „აი, უფალიც გამოეცხადა და ბრძანებს: „მომგვარეთ უდაბნოს რჩეული ჭურჭელი". ამის თქმისთანავე აბბა სისოს სული სხეულს განეშორა და ელვასავით გაბრწყინდა, მისი სამყოფელი კი კეთილსურნელებით აივსო.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი" უკან დაბრუნება |