მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ბერის სიტყვების შესრულების აუცილებლობის შესახებ

ბერის სიტყვების შესრულების აუცილებლობის შესახებ


10-11-2020, 18:44

 

 

   ერთხელ ძმები აბბა ფელიქსს რამდენიმე ერისკაცის თანხლებით ეწვივნენ და სთხოვეს, რომ ისინი დაემოძღვრა. ბერი დუმდა, ისინი კი დაჟინებით განაგრძობდნენ ვედრებას. მაშინ აბბა ფელიქსმა მათ განუცხადა: „გინდათ, რომ ჩემგან სიტყვა მოისმინოთ? მე ამჟამად ის არ მაქვს. მხოლოდ კითხულობენ, შემდეგ კი, რასაც მოისმენენ, არ ასრულებენ. სწორედ ამის გამო განაშორა უფალმა ბერებს მადლი სიტყვისა და მათ აღარ იციან რა წარმოთქვან, რადგან არავინაა მათი სიტყვების შემსრულებელი". ამის გამგონე ძმებმა ამოიოხრეს და ბერს შეევედრნენ: „აბბა, ილოცე ჩვენთვის!"

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება