მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ოპტინელი ბერის - იოსების დამოკიდებულება მოყვასისადმი

ოპტინელი ბერის - იოსების დამოკიდებულება მოყვასისადმი


4-09-2020, 16:29

ოპტინელი ბერის - იოსების დამოკიდებულება მოყვასისადმი

 

 

   აბბა იოსები ყველასთან მიმართებაში გასაოცრად ზომიერი იყო. მუდამ ალერსიანი და თანამგრძნობი მამა არასდროს არავის ეპირფერებოდა და განსაკუთრებულად არავის გამოარჩევდა. ბერი თავის წესებს მაღალჩინოსანი ადამიანებისთვისაც კი არასდროს ცვლიდა. ის ნათესავებსა და ახლობლებს სხვა დანარჩენთა მსგავსად იღებდა, ესაუბრებოდა, თუმცა მათთვის განსაკუთრებული და განსხვავებული ნუგეში ანდა ჩაის შეთავაზება მისთვის მიუღებელი იყო. და საერთოდაც, ბერი თავისთან არავის უხმობდა, მაგრამ უარითაც არავის ისტუმრებდა. აბბა ყველას განურჩევლად იღებდა და მისთვის დასმულ შეკითხვებს ყოველთვის გულმოდგინებით პასუხობდა, თუმცა თავად არასდროს იწყებდა საუბარს. ერთმა დედაკაცმა მასთან შეხვედრისას გაიფიქრა: „ეს ბერი თავად რატომ არ ამბობს არაფერს?" აბბამ კი მის ფიქრებს ხმამაღლა უპასუხა: „მოპასუხე კი არ უნდა ლაპარაკობდეს, არამედ მხოლოდ კითხვებზე უნდა სცემდეს პასუხს".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 

 




უკან დაბრუნება