მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიმდაბლე, მთავარი გვედის ფოტო > მოწაფე ზედმიწევნით ასრულებდა იმას, რასაც ბერი ავალებდა

მოწაფე ზედმიწევნით ასრულებდა იმას, რასაც ბერი ავალებდა


1-12-2019, 18:42

 

   ერთხელ აბბა აბრაამი აბბა არიოსს ესტუმრა. ვიდრე ბერები ისხდნენ და საუბრობდნენ, აბბასთან ერთი ძმა მივიდა და ჰკითხა: „მითხარი, მამაო, რა გავაკეთო იმისათვის, რომ ვცხონდე?" ბერმა უპასუხა: „წადი და მთელი წლის მანძილზე მხოლოდ პური იხმიე ხოლმე მარილთან ერთად საღამოობით, შემდეგ კი ისევ მოდი და კიდევ დაგარიგებ". ძმა წავიდა და ბერის კურთხევა სიტყვასიტყვით აღასრულა. განვლო ერთმა წელმა და ის აბბა არიოსს კვლავ ესტუმრა. მოხდა ისე, რომ აბბა აბრაამი იმჯერადაც ბერთან იმყოფებოდა. „წადი და მთელი წელი დღეგამოშვებით იმარხულე", - აკურთხა ბერმა. როდესაც ძმა წავიდა, აბბა აბრაამმა აბბა არიოსს ჰკითხა: „რატომ იქმ ისე, რომ სხვა დანარჩენ ძმებს მსუბუქ ტვირთს უწესებ, ამ ძმას კი მძიმე უღელს ადებ?" ბერმა კი უპასუხა: „დანარჩენი ძმები როგორც მოდიან და კითხულობენ, ისევე მიდიან, ეს კი ღვთის გულისათვის მოდის სიტყვის მოსასმენად, რამეთუ კეთილის მქმნელია და გულმოდგინებით ასრულებს ყოველივეს, რასაც კი დავავალებ, სწორედ ამიტომ მე მას ღვთის სიტყვას ვუცხადებ".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება