მთავარი > წმიდათა ცხოვრება, საცდურები, სინანული, მთავარი გვედის ფოტო > ძმა, რომელმაც ბერთან გულწრფელად აღიარა თავისი გულისთქმები, განიკურნა; მან კი, რომელმაც აღსარებისას დაუდევრობა გამოიჩინა, სარგებელი ვერ მიიღო

ძმა, რომელმაც ბერთან გულწრფელად აღიარა თავისი გულისთქმები, განიკურნა; მან კი, რომელმაც აღსარებისას დაუდევრობა გამოიჩინა, სარგებელი ვერ მიიღო


31-08-2020, 15:44

ძმა, რომელმაც ბერთან გულწრფელად აღიარა თავისი გულისთქმები, განიკურნა; მან კი, რომელმაც აღსარებისას დაუდევრობა გამოიჩინა, სარგებელი ვერ მიიღო


 

 

 

   ერთმა ბერმა ჩვენი სულიერი სარგებლისათვის შემდეგი რამ გვიამბო: „ერთხელ აბბა ზენონთან ორი ძმა მივიდა. ბერს ორივე მათგანი განცალკევებით შეხვდა და აღსარება ჩააბარა. ამის შემდეგ ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და ერთმა მათგანმა მეორეს ჰკითხა: „როდესაც ბერთან ვიყავით, შენმა აღსარებამ მოგიტანა სულიერი სარგებელი?" „დიახ, - მიუგო მეორემ, - მისი ლოცვებით უფალმა კურნება მომმადლა". ძმამ გაიოცა: „მე კი ჩემი აღსარებით კურნება ვერ მივიღე". „როგორ ჩააბარე აღსარება?" - ჰკითხა მას მეორე ძმამ. – „ბერს ვუთხარი: აბბა! ჩემთვის ილოცე, მე ასეთი და ასეთი გულისთქმა მაწუხებს". ამაზე მეორემ უპასუხა: „როდესაც ასარებას ვაბარებდი, აბბას ცრემლებით ვუსველებდი ფეხებს და უფალმა მისი ლოცვითი შეწევნით სწორედ ამის გამო განმკურნა"." ბერს ამ ამბის მოთხრობით სურდა ჩვენთვის შეეგონებინა, რომ ვინც მოძღვარს აღსარებას აბარებს, ამას დიდი გულწრფელობითა და გულემუსვრილებით უნდა იქმოდეს, ისე, როგორც უფლის წინაშე წარმდგარი და მაშინ ის აუცილებლად მიიღებს შენდობას. დაუდევრად წარმოთქმულ აღსარებას კი არათუ სარგებლის მოტანა არ შეუძლია, არამედ განსასჯელიც კი შეიძლება გახდეს.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება