მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > მაკარი ოპტინელის სულიერი სახე

მაკარი ოპტინელის სულიერი სახე


30-11-2019, 00:02

 

   ჭეშმარიტი სიყვარულით ანთებული ბერი თავის წყალობას უხვად აფრქვევდა სულიერ შვილებს. ის ყველა მათგანს სულში ისვამდა და გულში იტევდა. აბბა, ყოვლადმოწყალე უფლის მაგალითით, მასთან სულიერი ანდა ხორციელი მოწყალების მისაღებად მისულებს ზურგს არასდროს აქცევდა და არავის გაუშვებდა ისე, რომ გასაჭირში შეძლებისდაგვარად არ დახმარებოდა. მაკარი უაღრესად დიდი მოთმინებითა და სიმშვიდით იყო შემკული. მონაზვნებს ის განრისხებული ანდა რაიმეს გამო აღელვებული არასდროს უნახავთ, თუ არ ჩავთვლით მის მღელვარებას ღვთის მცნებების დარღვევის გამო. როდესაც ბერი ვინმეს ამხელდა, მას თავის შეცდომებზე მშვიდად მიუთითებდა, სიყვარულით მოძღვრავდა, შეიწყალებდა და გამოსწორების იმედით ყველა მათგანის ცოდვების დიდხანს დაითმენდა. აბბას ჩვილის მსგავსი უბოროტობა და უბრალოება გააჩნდა, სახე ჰქონდა თეთრი და ნათელი, მსგავსი ღვთის ანგელოზისა, მისი მზერა იყო წყნარი და სიტყვა - მდაბალი, მოკლებული შეუპოვრობას. მისი გონება, როგორც ლოცვების მუდამ გონივრულად აღმვლენელისა, ყოველთვის ღმერთთან იყო შერწყმული, სწორედ ამის გამო მისი სახე მუდამ სულიერი სიხარულით ყვაოდა და მოყვასისადმი უსაზღვრო სიყვარულით ბრწყინავდა. ის საკურთხეველში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ყოველთვიურად ეზიარებოდა და ამას ყოველთვის ღრმა მღელვარებითა და გულაჩუყებით იქმოდა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება