მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > ოპტინელი ბერების, ლეონისა და მაკარის ურთიერთობის შესახებ

ოპტინელი ბერების, ლეონისა და მაკარის ურთიერთობის შესახებ


30-08-2020, 21:02

ოპტინელი ბერების, ლეონისა და მაკარის ურთიერთობის შესახებ

 

 

   ოპტინელი ბერების - ლეონისა და მაკარის ერთმანეთთან ურთიერთობა სხვათათვის მისაბაძი, სასწავლებელი და დასამოძღვრი იყო. აბბა მაკარი შვიდ წელზე მეტხანს იყო სევის დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი. მრავალი მიიჩნევდა მას სულიერ მამად და მისი სულიერი რჩევებით ცხოვრობდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის თავისი სიმდაბლის გამო თავის თავს არაფრად მიიჩნევდა და ადამიანურ დიდებას გაურბოდა. აბბა თავისი მოძღვრის მიმართ უსაზღვრო რწმენითა და სიყვარულით იყო აღვსილი და მიუხედავად იმისა, რომ სკიტის წინამძღვარი იყო, ის აბბა ლეონის უკითხავად არაფერს იქმოდა და თავისი სიმდაბლით საკუთარ სულიერ წარმატებებს მოძღვრის ლოცვებს, რჩევებსა და კურთხევას მიაწერდა. აბბა მაკარი აბბა ლეონის ნეტარ გარდაცვალებამდე მისი ყველაზე გულმოდგინე მოწაფე იყო.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება