მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > აბბა დანიელი მონასტრის დებმა ზეიმით მიიღეს; იღუმენიამ ბერს ფეხები დაბანა და ნაბანი წყალი მონაზვნებს ასხურა

აბბა დანიელი მონასტრის დებმა ზეიმით მიიღეს; იღუმენიამ ბერს ფეხები დაბანა და ნაბანი წყალი მონაზვნებს ასხურა


24-08-2020, 15:53

აბბა დანიელი მონასტრის დებმა ზეიმით მიიღეს; იღუმენიამ ბერს ფეხები დაბანა და ნაბანი წყალი მონაზვნებს ასხურა

 

 

   როდესაც აბბა დანიელი იერომოპოლში ჩავიდა, თავის მოწაფეს განუცხადა: „წადი დედათა მონასტერში, ჭიშკარზე დააკაკუნე და იღუმენიას ჩემი მოსვლის შესახებ აცნობე". მოწაფე ასეც მოიქცა. მონასტერში მისულ ძმას იღუმენია გამოეგება და წყნარი ხმით განუცხადა: „ღმერთმა გაცხონოს, ძმაო, გსურს რაიმე?" „გამოიჩინე სიყვარული და მე და ჩემს ძმას ერთი ღამე გაგვათევინეთ, რათა მხეცების ლუკმა არ გავხდეთ". „ძმაო, - მიუგო იღუმენიამ, - აქ კაცი არასოდეს შემოსულა, თქვენთვის უმჯობესი იქნება, რომ გარეთ შეგჭამონ მხეცებმა, ვიდრე შიგნით". მაშინ აბბას მოწაფემ გაუმხილა: „თქვენთან აბბა დანიელი მოვიდა სკიტიდან". იღუმენიამ მაშინვე ფართოდ გახსნა კარიბჭის ორივე ფრთა და დებთან ერთად მის შესახვედრად გამოვიდა. მონაზვნებმა თავიანთი სამოსი დაფინეს მთელ გზაზე - მონასტრიდან აბბას ადგილსამყოფელამდე, მის წინ დაიჩოქეს, წმინდა ბერს ფეხები დაუკოცნეს და დიდი სიხარულითა და ზარზეიმით შეიყვანეს მონასტერში. იღუმენიამ მონაზვნებს წყლის მოტანა უბრძანა, მასში მცენარეებზე დაყენებული კეთილსურნელება ჩაასხა და აბბა დანიელსა და მის მოწაფეს ფეხები თავისი ხელით დაბანა. შემდეგ მონაზვნებს სათითაოდ უხმო და მათ ეს წმინდა წყალი ასხურა.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება