მთავარი > წმიდათა ცხოვრება, უპოვარება, მთავარი გვედის ფოტო > აბბა დანიელმა მის შესახვედრად გამოსულ და მის ფერხთით გართხმულ ხუთ ათას მონაზონს განუცხადა, რომ ცხონების არსი მდუმარებასა და უპოვარებაშია

აბბა დანიელმა მის შესახვედრად გამოსულ და მის ფერხთით გართხმულ ხუთ ათას მონაზონს განუცხადა, რომ ცხონების არსი მდუმარებასა და უპოვარებაშია


29-08-2020, 00:02

აბბა დანიელმა მის შესახვედრად გამოსულ და მის ფერხთით გართხმულ ხუთ ათას მონაზონს განუცხადა, რომ ცხონების არსი მდუმარებასა და უპოვარებაშია

 

 

   ერთხელ აბბა დანიელი თავის მოწაფესთან ერთად თებაიდაში წავიდა. ეს იყო ზემო ეგვიპტეში, ქალაქ თებეს მიდამოებში, სადაც აბბა აპოლოსი მოღვაწეობდა. როდესაც სავანის მამებმა წმინდა ბერის სტუმრობის შესახებ შეიტყვეს, მონასტრიდან მის შესახვედრად გამოვიდნენ, მათი რიცხვი კი ხუთი ათასს აღემატებოდა. საოცარი სანახავი იყვნენ ძმები, რომლებიც ძირს განერთხნენ, ისინი იწვნენ ქვიშაზე აბბა დანიელის მოლოდინში და მიაგავდნენ ანგელოზებს, რომლებიც უფლის შესახვედრად ემზადებიან. ზოგი თავის მოსასხამს უფენდა ბერს ფერხთით, ზოგი კუნკულს და თან თვალთაგან ცრემლების ნაკადი სდიოდათ. მოვიდა აბბა აპოლოსი და წმინდა მამას შვიდჯერ სცა თაყვანი მანამ, ვიდრე ის მიუახლოვდებოდა. ბერები ერთმანეთს დიდი სიყვარულით შეეგებნენ. მონაზვნებმა იცოდნენ, რომ აბბა დანიელი ადვილად არავისთან იწყებდა საუბარს და ამიტომ მთელი გულით შეევედრნენ, რომ ისინი სულის საცხონებელი სიტყვებით დაემოძღვრა. ძმები მონასტრის გარეთ ქვიშაზე ჩამოსხდნენ, რადგან ტაძარში ყველა ვერ მოთავსდებოდა. აბბა დანიელმა თავის მოწაფეს უბრძანა: „დაწერე შემდეგი: თუკი ცხონება გსურთ, დაიცავით მდუმარება და შეიყვარეთ უპოვარება. სწორედ ამ ორ რამეზეა დაფუძნებული მთელი მონაზვნური ცხოვრება". მოწაფემ ბერის სიტყვები დაწერა და ერთ-ერთ ბერს გადასცა, რომელმაც ის ეგვიპტელ ძმებს წაუკითხა. მონაზვნებს გული აუჩუყდათ და აქვითინდნენ.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება