მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > წყალმა ჭის პირამდე საკვირველად ამოიწია მოწაფის (რომელსაც თოკი შინ დარჩა) მხურვალე ლოცვითა და შეწევნისათვის თავისი სულიერი მოძღვრის მოხმობით
წყალმა ჭის პირამდე საკვირველად ამოიწია მოწაფის (რომელსაც თოკი შინ დარჩა) მხურვალე ლოცვითა და შეწევნისათვის თავისი სულიერი მოძღვრის მოხმობით27-08-2020, 19:40 |
ერთმა წმინდა ბერმა თავისი მოწაფე ჭიდან წყლის მოსატანად გაგზავნა. ჭა ბერის სენაკიდან ძალიან შორს იყო. მოწაფე წავიდა, მაგრამ თოკი, რომლითაც წყლის ჭურჭელს ჭაში უშვებდნენ, შინ დარჩა. სამწუხაროდ, მან ეს მხოლოდ მაშინ შენიშნა, როდესაც ჭას მიუახლოვდა და მეტად დამწუხრდა, რადგან ძალიან შორს იყო თავიანთი სენაკიდან. მოწაფეს წყლის გარეშე უკან დაბრუნება არ სურდა, მაგრამ არ იცოდა სად წასულიყო, ანდა რა მოემოქმედა. მაშინ უკიდურესად დამწუხრებული ლოცვად დადგა და ცრემლებით წარმოთქვა: „უფალო, გადმომხედე! მოიღე ჩემზე წყალობა, ყოვლადმოწყალევ! შენ, რომელმაც შეჰქმენი ცა და მიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათში არსებობს, გევედრები, შემიწყალე შენი ჭეშმარიტი მსახურის გამო, რომელმაც აქ გამომგზავნა". როგორც კი მონაზონმა ლოცვა დაასრულა, წამოიძახა: „ჭაო, ჭაო! ქრისტეს მონამ და ჩემმა მოძღვარმა გამომგზავნა, რათა წყალი ამოვიღო". უეცრად წყალმა აიწია და ჭის პირამდე ამოვიდა. ძმამ ჭურჭელი წყლით აავსო და უფლის დიდებით გაბრუნდა უკან, მისი წასვლის შემდეგ კი ჭაში წყალი ისევ ჩვეულებრივ სიღრმეზე დადგა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |