მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიმდაბლე, მთავარი გვედის ფოტო > აბბა პამბომ სტუმრებს განუცხადა, რომ ის, ვინც ბერთან მორჩილებაში იცხოვრებს, აღმატებულია მათზე, ვინც უპოვარების, სიყვარულისა და მარხვის ღვაწლში იმყოფება

აბბა პამბომ სტუმრებს განუცხადა, რომ ის, ვინც ბერთან მორჩილებაში იცხოვრებს, აღმატებულია მათზე, ვინც უპოვარების, სიყვარულისა და მარხვის ღვაწლში იმყოფება


25-08-2020, 14:55

აბბა პამბომ სტუმრებს განუცხადა, რომ ის, ვინც ბერთან მორჩილებაში იცხოვრებს, აღმატებულია მათზე, ვინც უპოვარების, სიყვარულისა და მარხვის ღვაწლში იმყოფება

 

 

   ერთხელ აბბა პამბოს სკიტიდან ოთხი ძმა ესტუმრა. ისინი ტყავებით იყვნენ შემოსილნი და თითოეული მათგანი ბერს სხვა დანარჩენის სათნოებების შესახებ უამბობდა. ერთი თურმე ბევრს მარხულობდა, მეორე უპოვარების ნიჭით იყო დაჯილდოებული, მესამეს უდიდესი სიყვარული ჰქონდა მოხვეჭილი, მეოთხის შესახებ კი ყვებოდნენ, რომ უკვე ოცდაორი წელი იყო, რაც ერთი ბერის მორჩილებაში ცხოვრობდა. აბბა პამბომ ძმებს განუცხადა: „გეტყვით, რომ მეოთხის სათნოება ყველაზე აღმატებულია, რადგან ყოველმა თქვენგანმა თავისი ნებით მოიხვეჭა ის სათნოება, რომელიც გააჩნია, მან კი საკუთარი ნება უკუაგდო და მხოლოდ სხვის ნებას აღასრულებს. ასეთი ადამიანები, თუკი ისინი მთელ ცხოვრებას მორჩილებაში გაატარებენ, აღმსარებლებს უტოლდებიან".

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება