მთავარი > საცდურები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > მდიდარმა ქრისაორმა სიკვდილის წინ საზარელი ავი სულები იხილა, რომლებიც მისი სულის შეპყრობას ლამობდნენ
მდიდარმა ქრისაორმა სიკვდილის წინ საზარელი ავი სულები იხილა, რომლებიც მისი სულის შეპყრობას ლამობდნენ14-11-2019, 00:02 |
„ქრისაორი უსაზღვროდ მდიდარი კაცი იყო ამ ცხოვრებაში, მაგრამ ის იმდენადვე მანკიერებას ფლობდა, რამდენი ქონებაც ებადა: იყო ამაყი, ქედმაღალი, ხორციელ სურვილებს მიჯაჭვული, ანგარებიანი და ძუნწი. მაგრამ ყოვლისშემძლე უფალმა ინება მისი მანკიერებები ალაგმულიყო და მას მძიმე სენი შეჰყარა. როდესაც ქრისაორი სიკვდილს ებრძოდა, სულის ხორცისგან გაყრის წუთს საზარელი ავი სულები იხილა, რომლებიც მისი სულის შეპყრობის მოლოდინში მომაკვდავს წინ ჩამოსდგომოდნენ. სასოწარკვეთილი სნეული გაფითრდა, აცახცახდა და ხმამაღალი ხმით მოჰყვა ვედრებას, რომ მისთვის ცოტა დრო კიდევ მიეცათ, თან შეძრწუნებული ხმით თავის ვაჟს, მაქსიმეს, უხმობდა, რომელიც მონაზონი იყო: „შვილო, მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია, გემუდარები დამეხმარე და შენი რწმენით მხარში ამომიდექი". აღელვებული მაქსიმე მაშინვე მამასთან გამოცხადდა. მალე მომაკვდავის გარშემო მთელი ოჯახი შეგროვდა. ახლობლები ავ სულებს ვერ ხედავდნენ, მაგრამ მათ იქ ყოფნას ნათლად გრძნობდნენ, როცა გაფითრებულ, აცახცახებულ და შეძრწუნებულ ავადმყოფს უმზერდნენ. შიშით შეპყრობილი ქრისაორი საწოლში ძრწოდა და გვერდს იცვლიდა, რათა მათთვის არ ემზირა, კედლისკენ ბრუნდებოდა, მაგრამ იქაც საზარელ სახეებს ხედავდა. როდესაც მათგან შეწუხებულმა მომაკვდავმა მეღარ შეძლო მეტის დათმენა, სასოწარკვეთილებით იყვირა: „დილამდე მაინც მომეცით დრო, მხოლოდ დილამდე!" მაგრამ სწორედ ამ შეძახილისას მისი სული სხეულს გაეყარა. ამ ყველაფრიდან ცხადია, რომ ეს ხილვა მისი გადარჩენისთვის არ ყოფილა, არამედ ჩვენთვის, ჯერ კიდევ აქ მყოფთათვის იყო სასარგებლო და ჭკუის სასწავლებელი. განა რა არგო სიკვდილის წინ ამ ჩვენებამ მომაკვდავს, რამეთუ დრო, რომელიც ითხოვა, ვერ მიიღო?"
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |