მთავარი > საცდურები, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > თვალთმაქცმა ძმამ სიკვდილის წინ განაცხადა, რომ ის გველეშაპს იყო გადაცემული

თვალთმაქცმა ძმამ სიკვდილის წინ განაცხადა, რომ ის გველეშაპს იყო გადაცემული


29-02-2020, 17:56

თვალთმაქცმა ძმამ სიკვდილის წინ განაცხადა, რომ ის გველეშაპს იყო გადაცემული

 

 

   ერთი ყველასგან პატივდებული მოღვაწე ძმა ყველა თავისი ქმედებით გარეგნულად კეთილი და ღვთისმოსავი ჩანდა, სინამდვილეში კი ისე არ ცხოვრობდა, როგორადაც თავი მოჰქონდა, ეს მისმა აღსასრულმა დაამოწმა. მოხდა ისე, რომ ძმა დასნეულდა და სიკვდილს ებრძოდა. აღსასრულის წინ მონასტრის ყველა ძმას თავისთან მოუხმო. ბერები მისგან, როგორც დიდი მოღვაწისგან, სიკვდილის წინ ბრძნულ და სანუგეშო შეგონებას ელოდნენ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძმას სურდა მათთვის გაემხილა, თუ როგორი მტრისთვის იყო გადაცემული სასიკვდილო სარეცელზე მყოფი. მომაკვდავმა მათ აუწყა: „როდესაც გეგონათ, რომ თქვენთან ერთად ვმარხულობდი, თქვენგან დაფარულად ყველაფერს ვიხმევდი, ამის გამო საშინლად ვისჯები - გველეშაპს ვარ გადაცემული, რომელმაც თავისი კუდით შემიკრა ფეხები, თავით კი პირში შემიძვრა და ცდილობს სხეულიდან სული ამომართვას". ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე მონაზონი აღესრულა, დრაკონმა მის აღსარებას და მონანიებას აღარ დაუცადა. როგორც ჩანს, ეს ხილვა მხოლოდ მსმენელთა სასარგებლოდ გაცხადდა. ფარისეველმა მონაზონმა თავი ვეღარ დაიხსნა მტრისგან, რომლისთვისაც იყო გადაცემული.

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება