მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > წმინდა იოანე მდუმარემ იხილა, თუ როგორ მიიბარეს ანგელოზებმა მწირის სული და ფსალმუნთა გალობით აიტაცეს ზეცად
წმინდა იოანე მდუმარემ იხილა, თუ როგორ მიიბარეს ანგელოზებმა მწირის სული და ფსალმუნთა გალობით აიტაცეს ზეცად13-08-2020, 00:02 |
წმინდა იოანე მდუმარეს დაეუფლა სურვილი, რომ სულის სხეულთა გაყრა ეხილა. როდესაც უფალს ამას ევედრებოდა, გონებით წმინდა ბეთლემში აღმოჩნდა და ეკლესიის ზღურბლთან მომაკვდავი მწირი იხილა. აღსრულებისას მწირის სული ანგელოზებმა მიიბარეს და ფსალმუნთგალობითა და კეთილსურნელებით ზეცად აიტაცეს. მაშინ წმინდა იოანემ მოისურვა თავისი თვალით ენახა ყოველივე და ხილვის სიცხადეში დარწმუნებულიყო. ის წმინდა ბეთლემში წავიდა და ნახა, რომ ხილვაში გამოცხადებულმა მწირმა სწორედ იმ წუთებში მიაბარა სული უფალს, როცა მან ჩვენება იხილა. იოანე ემთხვია მის წმინდა ნაწილებს, გარდაცვლილი სასახლეში ჩაასვენა და თავის სენაკში დაბრუნდა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |