მთავარი > წმიდათა ცხოვრება, სიკვდილი, მთავარი გვედის ფოტო > განდეგილმა, რომელმაც თავისი აღსასრული წინასწარ განჭვრიტა, ერთ ერისკაცს საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდად მიიცვალა
განდეგილმა, რომელმაც თავისი აღსასრული წინასწარ განჭვრიტა, ერთ ერისკაცს საფლავი გაათხრევინა, შიგ ჩაწვა და მშვიდად მიიცვალა7-11-2019, 18:09 |
სკოპელოში, აბბა ფეოდოსის სავანის მახლობლად, ორი განდეგილი მკვიდრობდა. როდესაც მოძღვარი აღესრულა, მოწაფემ ლოცვა აღავლინა და მოძღვარი მთაზე დაკრძალა. განვლო რამდენიმე დღემ და განდეგილის მოწაფე მთიდან ჩამოვიდა. მან სოფლის შორიახლოს ერთი კაცი შენიშნა, რომელიც მინდორში მუშაობდა, მიუახლოვდა და უთხრა: „ღირსეულო ადამიანო, ჰყავ წყალობა, აიღე შენი ბარი და გამომყევი". გლახაკი მორჩილად გაჰყვა. განდეგილმა ის თავისი ბერის საფლავთან მიიყვანა და მისი გათხრა უბრძანა. შემდგომ ამისა, ლოცვა აღავლინა, თავის მოძღვარს გათხრილ ორმოში გვერდით მიუწვა და მშვიდად მიაბარა სული უფალს. გაოგნებულმა ერისკაცმა საფლავს მიწა მიაყარა და ღმერთს დიდება აღუვლინა. როდესაც მთას ქვის სასროლი მანძილით დაშორდა, მაშინღა იფიქრა: „მე წმინდანებისგან ლოცვა-კურთხევა უნდა გამომეთხოვა", და უკან მიბრუნდა, მაგრამ ვეღარ შეძლო მათი საფლავის ნახვა.
იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი) წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"
უკან დაბრუნება |