მთავარი > წმიდათა ცხოვრება, ჭეშმარიტი სასწაულები, მთავარი გვედის ფოტო > ღირსმა სერგიმ იხილა ზეციური ფრინველები, რომლებიც მის მოწაფეებს გამოსახავდნენ

ღირსმა სერგიმ იხილა ზეციური ფრინველები, რომლებიც მის მოწაფეებს გამოსახავდნენ


6-11-2019, 22:07

ღირსმა სერგიმ იხილა ზეციური ფრინველები, რომლებიც მის მოწაფეებს გამოსახავდნენ

 

   ერთხელ, გვიან საღამოს, ლოცვის დროს, დიდ საკვირველთმოქმედ სერგის ხმა შემოესმა, რომელიც სახელით უხმობდა. წმინდა მამამ ლოცვა აღასრულა, სარკმელი გამოაღო და ზეციდან გარდამოსული უჩვეულო ნათელი იხილა. „სერგი! - ჩაესმა ხმა, - უფალმა შეისმინა შენი ლოცვა სულიერი შვილებისათვის". და წმინდანმა უეცრად უამრავი ზეციური ფრინველი დაინახა. ზეციური ხმა კი განაგრძობდა: „ამგვარად გამრავლდება შენი მოწაფეების რიცხვი და არასდროს დაკნინდებიან მიმდევარნი შენი კვალისა". აღფრთოვანებულმა სერგიმ თავისთან უხმო ერთ-ერთ მოწაფეს, სიმონს, რომელმაც მასავით ნათლად იხილა ეს საკვირველი გამოცხადება. მშვენიერი ფრინველები, რომლებიც სერგის სავანეში და მის თავზე ლაღად დაფრინავდნენ, დიდი მოძღვრის ღირსეულ მოწაფეებს წარმოსახავდნენ. მოწაფეთაგან ზოგიერთი სიკვდილამდე სულიერი მამის სავანეში დარჩა, სხვები კი სატახტო ქალაქის ირგვლივ უამრავი მონასტრის დამაარსებლები შეიქნენ, მონასტრებისა, რომლებიც უდიდესი სულიერების ღირსეულ მაგალითს წარმოადგენდნენ წუთისოფლის საზრუნავში ჩაფლულ ადამიანთათვის. წმიდა მამის ზოგიერთმა მოწაფემ კი ჩრდილოეთის უღრან ტყეებს მიმართა სამოღვაწეოდ და თავიანთი საოცარი ღვაწლით იქიდან უნათებდნენ კაცობრიობას შუქურასავით და ავრცელებდნენ ქრისტეს ჭეშმარიტ სარწმუნოებას".

 

 

იღუმენი მარკოზი (ლოზინსკი)

წიგნიდან „მქადაგებლის პატერიკი"


 


უკან დაბრუნება